1.საერთო დანიშნულების ავიაციის მიზნებისთვის საჰაერო ხომალდის ექსპლუატაცია გულისხმობს საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციას, რომელსაც ფიზიკური ან იურიდიული პირი პირადი მიზნით ახორციელებს.
2.პირადი მიზნით საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციის მიმართ სავალდებულო მოთხოვნებს ადგენს სააგენტო.
