Статья 25. ფიზიკური და იურიდიული პირების მოვალეობა წყლის მავნე ზემოქმედების თავიდან აცილებასა და მისი შედეგების ლიკვიდაციაზე
1. ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებიც ახორციელებენ წყლის ობიექტებით სარგებლობას და მათ დაცვას, ვალდებული არიან სამინისტროსთან შეთანხმებით ან მისი მითითებით გაატარონ წყლის მავნე ზემოქმედების თავიდან აცილების და მისი შედეგების ლიკვიდაციის ღონისძიებები.
2. წყლის მავნე ზემოქმედებაში იგულისხმება: ა) წყალდიდობა, დატბორვა და წყლის შედგომა; ბ) ნაპირების რღვევა, დამცველი ჯებირების და სხვა ნაგებობათა ნგრევა; გ) მიწების დაჭაობება და დამლაშება; დ) ნიადაგის წყლისმიერი ეროზია, ხრამის, მეწყერის, ღვარცოფისა და სხვა მავნე მოვლენათა წარმოქმნა. საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №494 – ვებგვერდი, 05.04.2013წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6902 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
