1.სამეწარმეო ზონა არის ინდუსტრიული ზონის ქვეზონა, სადაც დომინირებს საწარმოო ობიექტები, რომლებშიც არ მიმდინარეობს გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობისათვის სახიფათო/მავნე საწარმოო პროცესები.
2.ნებადართული სახეობებია: ა) საწარმოო ობიექტი; ბ) ღია და დახურული საწყობი; გ) ავტოსატრანსპორტო საშუალების მომსახურების ობიექტი.
3.საგამონაკლისო წესით შეიძლება ასევე დასაშვები იყოს სხვა არამავნე მრეწველობის ობიექტები.






