Статья 212. გარდაცვლილი პირის ან მისი ფერფლის გადმოსასვენებელი საშუალებისა და სამგლოვიარო დეკორატიული საგნის შემოტანა
იმპორტის გადასახადისგან თავისუფლდება შემდეგი საქონლის შემოტანა: ა) კუბო ან რელიგიური ტრადიციის შესაბამისი სხვა სპეციალური საშუალება, რომელიც გამოიყენება გარდაცვლილი პირის გადმოსვენებისას, სპეციალური ურნა, რომელშიც გარდაცვლილი პირის ფერფლია, ყვავილი, სამგლოვიარო გვირგვინი ან სხვა დეკორატიული საგანი, რომელიც, ჩვეულებრივ, ახლავს მათ; ბ) ყვავილი, სამგლოვიარო გვირგვინი ან სხვა დეკორატიული საგანი, რომელიც ჩამოტანილია უცხო ქვეყანაში მცხოვრები იმ პირის მიერ, რომელიც ესწრება დაკრძალვას ან მიდის საფლავის შესამკობად საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე, თუ ამ საქონლის მახასიათებლები ან ოდენობა მის სამეწარმეო მიზნით შემოტანაზე არ მიანიშნებს. წიგნი XI გარდამავალი და დასკვნითი დებულებები თავი XXXIII. გარდამავალი და დასკვნითი დებულებები
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
საქართველოს საბაჟო კოდექსი
