1.ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია სამსახურს წარუდგინოს ანგარიშგება საეჭვო გარიგების ან ასეთი გარიგების მომზადების , დადების ან შესრულების მცდელობის შესახებ .
2.სამსახურის უფროსის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით , ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარიგების გარდა , შეიძლება განისაზღვროს გარიგებათა სახეობები , რომელთა შესახებ ანგარიშგება ანგარიშვალდებულმა პირმა სამსახურს უნდა წარუდგინოს . გარიგებათა ასეთი სახეობები განისაზღვრება საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გავრცელებული ან სამსახურის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე , რომელიც მათი ფულის გათეთრების ან ტერორიზმის დაფინანსების მიზნით გამოყენების ალბათობაზე მიუთითებს .
3.სამსახურის უფროსის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით შეიძლება განისაზღვროს ანგარიშვალდებული პირის მიერ სამსახურისთვის ანგარიშგების ამ კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში წარდგენის ვალდებულება.
4.საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ვალდებულია სამსახურის უფროსის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვრულ შემთხვევებში სამსახურს წარუდგინოს ანგარიშგება უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ . 4 1 . საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ვალდებულია სამსახურს წარუდგინოს განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად იდენტიფიცირებული საეჭვო გარიგების ან/და უჩვეულო გარიგების შესახებ ანგარიშგება უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის ან/და ამ უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის შემთხვევაში. საეჭვო გარიგებისა და უჩვეულო გარიგების გამოვლენის კრიტერიუმებს ადგენს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო. 4 2 . საეჭვო გარიგების ან/და უჩვეულო გარიგების გამოვლენისთანავე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ვალდებულია ამ გარიგებით გათვალისწინებული უფლების რეგისტრაციამდე სამსახურს წარუდგინოს აღნიშნულ გარიგებასთან დაკავშირებული ანგარიშგება. თუ ანგარიშგების მიღებიდან არაუგვიანეს 24 საათისა სამსახური ამ კანონის 36-ე მუხლით გათვალისწინებულ უფლებამოსილებას არ გამოიყენებს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო სარეგისტრაციო წარმოებას აგრძელებს და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იღებს სათანადო გადაწყვეტილებას. 4 3 . თუ საეჭვო გარიგება ან/და უჩვეულო გარიგება ამ გარიგებით გათვალისწინებული უფლების რეგისტრაციის შემდეგ გამოვლინდა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ვალდებულია აღნიშნულ გარიგებასთან დაკავშირებული ანგარიშგება სამსახურს ამ გარიგების გამოვლენის დღესვე წარუდგინოს. 4 4 . სამსახური არაუმეტეს წელიწადში ერთხელ საეჭვო გარიგებასთან ან/და უჩვეულო გარიგებასთან დაკავშირებული ანგარიშგების შესახებ უკუკავშირს ახორციელებს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსთან.
5.შემოსავლების სამსახური ვალდებულია სამსახურს წარუდგინოს ანგარიშგება 30 000 ლარზე ან უცხოურ ვალუტაში 30 000 ლარის ეკვივალენტზე მეტი ნაღდი ფულის ან ფასიანი ქაღალდების საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილების შესახებ . სამსახურს უნდა წარედგინოს აგრეთვე ანგარიშგება საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად ან არასწორი დეკლარირებით საქართველოს საბაჟო საზღვარზე ნაღდი ფულის ან ფასიანი ქაღალდების გადაადგილების შესახებ .
6.ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია სამსახურის მოთხოვნის შემთხვევაში წარუდგინოს მას გარიგების ან გარიგების მონაწილე პირის (პირების) შესახებ ამ კანონის მოთხოვნების შესაბამისად მოპოვებული ნებისმიერი ინფორმაცია (დოკუმენტი), აგრეთვე სხვა ინფორმაცია (დოკუმენტი), მათ შორის, კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელიც სამსახურს ამ კანონით განსაზღვრული ფუნქციების შესასრულებლად ესაჭიროება. ანგარიშვალდებული პირის მიერ სამსახურისთვის ინფორმაციის (დოკუმენტის) წარდგენის ფორმა განისაზღვრება სამსახურის უფროსის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.
7.ადვოკატი ამ მუხლით გათვალისწინებულ ანგარიშგებას ან სხვა ინფორმაციას ( დოკუმენტს ) სამსახურს წარუდგენს იმ შემთხვევაში , თუ ეს არ ეწინააღმდეგება „ ადვოკატთა შესახებ “ საქართველოს კანონით განსაზღვრულ პროფესიული საიდუმლოების დაცვის ვალდებულებას . საქართველოს 2024 წლის 30 მაისის კანონი №4237 – ვებგვერდი, 31.05.2024წ. საქართველოს 2025 წლის 26 ნოემბრის კანონი №1119 – ვებგვერდი, 28.11.2025წ.





