1.სამსახური აანალიზებს ანგარიშვალდებული პირებისგან და სხვა წყაროებიდან მიღებულ ანგარიშგებებსა და სხვა ინფორმაციას (დოკუმენტს) და ფულის გათეთრების, ტერორიზმის დაფინანსების ან სხვა დანაშაულის თაობაზე დასაბუთებული ვარაუდის გაჩენის შემთხვევაში თავისი ანალიზის შედეგებს უგზავნის საქართველოს გენერალურ პროკურატურას, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, შემოსავლების სამსახურს ან/და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს. 1 1 . სამსახური ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით ოპერაციულ და სტრატეგიულ ანალიზებს ატარებს. სამსახური ანგარიშვალდებული პირებისგან და სხვა წყაროებიდან მიღებულ ანგარიშგებებსა და სხვა ინფორმაციას (დოკუმენტს) ოპერაციული და სტრატეგიული ანალიზებისთვის იყენებს. სამსახური უფლებამოსილია ოპერაციული და სტრატეგიული ანალიზების ჩატარებისთვის საჭირო ინფორმაცია (დოკუმენტი) ადგილსამყოფელი იურისდიქციის ან სხვა იურისდიქციის კომპეტენტური ორგანოებისგან გამოითხოვოს. სამსახური საჭიროების შემთხვევაში სტრატეგიული ანალიზის შედეგებს საზედამხედველო ორგანოს, საქართველოს გენერალურ პროკურატურას, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, შემოსავლების სამსახურს ან/და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს უზიარებს. 1 2 . სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს ამ კანონის 43 1 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტის გამოვლენასა და აღკვეთას.
2.სამსახური აცნობებს ანგარიშვალდებულ პირს მის მიერ წარდგენილი ანგარიშგების ამ კანონისა და სამსახურის უფროსის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნებთან შესაბამისობის შესახებ , აგრეთვე ანგარიშგების საფუძველზე სამსახურის მიერ ჩატარებული ანალიზის შედეგებს .
3.სამსახური სწავლობს საქართველოში და საზღვარგარეთ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების ხერხებს და შეიმუშავებს საეჭვო გარიგების გამოვლენისას ანგარიშვალდებული პირისთვის სახელმძღვანელო , საყურადღებო ნიშნებს .
4.სამსახური გამოსცემს სახელმძღვანელო მითითებებს და შეიმუშავებს მეთოდურ რეკომენდაციებს ანგარიშვალდებული პირის მიერ ამ კანონისა და სამსახურის უფროსის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნების შესრულების საკითხებზე .
5.სამსახური მონაწილეობს საქართველოში ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის სფეროში სამართლებრივი აქტებისა და პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტების შემუშავებასა და განხილვაში .
6.სამსახური თავისი უფლებამოსილების ფარგლებში წარმოადგენს საქართველოს საერთაშორისო ორგანიზაციებში და ფორუმებზე , აგრეთვე ამ კანონით დადგენილი წესით თანამშრომლობს სხვა იურისდიქციის ფინანსური დაზვერვის სამსახურთან . საქართველოს 2022 წლის 11 მაისის კანონი №1566 – ვებგვერდი, 24.05.2022წ. საქართველოს 2023 წლის 16 მაისის კანონი №2889 – ვებგვერდი, 24.05.2023წ. საქართველოს 2025 წლის 26 ნოემბრის კანონი №1119 – ვებგვერდი, 28.11.2025წ. მუხლი 35. სამსახურის უფლებები და მოვალეობები 1. სამსახური უფლებამოსილია ამ კანონით განსაზღვრული ფუნქციების შესასრულებლად : ა ) ანგარიშვალდებულ პირს მოსთხოვოს და მიიღოს ამ კანონის 25- ე მუხლის მე -6 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია ( დოკუმენტი ); ბ ) ადმინისტრაციულ ორგანოს მოსთხოვოს და მიიღოს კონფიდენციალური ინფორმაცია , აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში მისთვის პირდაპირ იყოს ხელმისაწვდომი ასეთი ინფორმაციის შემცველ მონაცემთა ბაზები , თუ ეს ტექნიკურად შესაძლებელია . 1 1 . სამსახური უფლებამოსილია ამ კანონის 43 1 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტის გამოსავლენად ნებისმიერი ფიზიკური პირისგან ან იურიდიული პირისგან გამოითხოვოს კონფიდენციალური ინფორმაცია (მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემები). 1 2 . ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში სამსახური უფლებამოსილია შეადგინოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და გამოიტანოს დადგენილება ფიზიკური პირისთვის ან იურიდიული პირისთვის ამ კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ.
2.სამსახური ვალდებულია დაიცვას ამ კანონის მოთხოვნების შესაბამისად მიღებული ინფორმაციის ( დოკუმენტის ) კონფიდენციალურობა . დაუშვებელია ამ ინფორმაციის ( დოკუმენტის ) ნებისმიერი სხვა პირისთვის გადაცემა მოსამართლის განჩინების გარეშე , გარდა ამავე კანონით განსაზღვრული შემთხვევებისა .
3.სამსახურის ხელმძღვანელები და თანამშრომლები ვალდებული არიან დაიცვან ამ მუხლის მე -2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის ( დოკუმენტის ) კონფიდენციალურობა სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების პერიოდში და მისი შეწყვეტის შემდეგ , გარდა ამ კანონით განსაზღვრული შემთხვევებისა .
4.სამსახურს , მის ხელმძღვანელებსა და თანამშრომლებს ეკრძალებათ , აცნობონ ნებისმიერ სხვა პირს , რომ ამ კანონის 25- ე და 37- ე მუხლების საფუძველზე სამსახურმა მიიღო ანგარიშგება ან სხვა ინფორმაცია ( დოკუმენტი ) ან ფულის გათეთრების ან ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით ხორციელდება ამავე კანონის 34- ე მუხლის პირველი პუნქტითა და 36- ე და 37- ე მუხლებით განსაზღვრული ღონისძიებები , გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა . საქართველოს 2025 წლის 26 ნოემბრის კანონი №1119 – ვებგვერდი, 28.11.2025წ. მუხლი 36. მითითება გარიგების შეჩერების შესახებ 1. სამსახურის უფროსი უფლებამოსილია ფულის გათეთრების , ტერორიზმის დაფინანსების ან სხვა დანაშაულის თაობაზე დასაბუთებული ვარაუდის გაჩენისას , მიუხედავად გარიგების თანხის ოდენობისა , ანგარიშვალდებულ პირს წერილობით მისცეს მითითება არაუმეტეს 72 საათის განმავლობაში შესაბამისი გარიგების , აგრეთვე ამ გარიგებასთან ან / და ამ გარიგების მონაწილე პირთან დაკავშირებული სხვა გარიგების მომზადების , დადების ან შესრულების შეჩერების შესახებ . სამსახურის ხელთ არსებული ინფორმაცია ( დოკუმენტი ) დაუყოვნებლივ გადაეცემა საქართველოს გენერალურ პროკურატურას , საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან / და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს .
2.სამსახურის უფროსს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს შეუძლია გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ანგარიშვალდებულ პირს ზეპირად ან ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით მისცეს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მითითება . აღნიშნული მითითების მიცემის ფაქტზე დგება წერილობითი ოქმი სამსახურის უფროსის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესით .
3.ამ მუხლის მე -2 პუნქტით გათვალისწინებული მითითება ფორმდება სამსახურის უფროსის წერილობითი მითითებით . ეს წერილობითი მითითება ანგარიშვალდებულ პირს მომდევნო 24 საათის განმავლობაში გადაეცემა . აღნიშნულ ვადაში წერილობითი მითითების მიუღებლობის შემთხვევაში ანგარიშვალდებული პირი უფლებამოსილია ამ ვადის გასვლის შემდეგ განაახლოს შესაბამისი გარიგების მომზადება , დადება ან შესრულება .
4.ანგარიშვალდებულმა პირმა სამსახურის უფროსის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესით უნდა დაადასტუროს ამ მუხლის პირველი − მე -3 პუნქტებით გათვალისწინებული მითითების მიღება და განახორციელოს აღნიშნული მითითების დაუყოვნებლივ შესასრულებლად აუცილებელი ღონისძიებები .
5.ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული 72- საათიანი ვადის ათვლა იწყება ანგარიშვალდებული პირის მიერ მითითების მიღების მომენტიდან . აღნიშნული ვადის გამოთვლისას დასვენებისა და უქმე დღეები არ გაითვალისწინება . მითითება შეიძლება ვადაზე ადრე გაუქმდეს , თუ ფულის გათეთრების , ტერორიზმის დაფინანსების ან სხვა დანაშაულის თაობაზე დასაბუთებული ვარაუდი არ დადასტურდება , ან გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე , საქართველოს გენერალური პროკურატურის , საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წერილობითი თხოვნის საფუძველზე .
6.ამ მუხლის მე -5 პუნქტის შესაბამისად მითითების ვადაზე ადრე გაუქმების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს სამსახურის უფროსი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი . აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ ზეპირად ან ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით დროულად უნდა ეცნობოს ანგარიშვალდებულ პირს . ასეთი შეტყობინების ფაქტზე დგება წერილობითი ოქმი სამსახურის უფროსის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესით .
7.სამსახური უფლებამოსილია სხვა იურისდიქციის ფინანსური დაზვერვის სამსახურის თხოვნის საფუძველზე ანგარიშვალდებულ პირს მისცეს ამ მუხლის პირველი და მე -2 პუნქტებით გათვალისწინებული მითითება ან თვითონ გაუგზავნოს ანალოგიური თხოვნა სხვა იურისდიქციის ფინანსური დაზვერვის სამსახურს .
8.სამსახური ამ მუხლის მე -7 პუნქტით გათვალისწინებულ სხვა იურისდიქციის ფინანსური დაზვერვის სამსახურის თხოვნას დააკმაყოფილებს , თუ დარწმუნდება , რომ ფულის გათეთრების , ტერორიზმის დაფინანსების ან სხვა დანაშაულის თაობაზე სხვა იურისდიქციის ფინანსური დაზვერვის სამსახურის ვარაუდი დასაბუთებულია .





