1.
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ
1.
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ
Всегда актуальная правовая база
2.გადამცემი სისტემის ოპერატორი ამ კანონით, ენერგეტიკული გაერთიანების კანონმდებლობითა და საქართველოს სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ ფარგლებში თანამშრომლობს ენერგეტიკული გაერთიანების მარეგულირებელ საბჭოსთან და შესაბამის შემთხვევებში ენერგეტიკული გაერთიანების მხარეების მარეგულირებელ ორგანოებსა და გადამცემი სისტემის ოპერატორებთან.
3.გადამცემი სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია გადაცემის სიმძლავრეების გასანაწილებლად და გადამცემ ქსელებში უსაფრთხოების შესამოწმებლად კომისიის წინასწარი თანხმობით მონაწილეობა მიიღოს ერთი ან რამდენიმე ინტეგრირებული სისტემის (სისტემების) მუშაობაში, ერთი ან რამდენიმე ისეთი რეგიონის ფარგლებში, რომელიც (რომლებიც) ფარავს ენერგეტიკული გაერთიანების არანაკლებ ორ მხარეს.
4.გადამცემი სისტემის ოპერატორი ენერგეტიკული გაერთიანების ფარგლებში არსებული გადამცემი ქსელების ოპტიმალური მართვის მიზნით ხელს უწყობს საოპერაციო შეთანხმებებს, ენერგეტიკული ბირჟების განვითარებას და საბაზრო, არადისკრიმინაციული მექანიზმების მეშვეობით ტრანსსასაზღვრო სიმძლავრეების კოორდინირებულ განაწილებას. ამ მიზნით გადამცემი სისტემის ოპერატორი ითვალისწინებს ელექტროენერგიით ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის აუქციონის უპირატესობებს მოკლევადიანი განაწილებების მიმართ, აგრეთვე დაბალანსებისა და დარეზერვების მექანიზმების ინტეგრაციას. თავი XIV. ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერირება და მართვა
Опишите ситуацию — поможем найти нужного специалиста.