1.ერთიანი საინფორმაციო პლატფორმის ადმინისტრირებას ახორციელებს კომისია.
1.ერთიანი საინფორმაციო პლატფორმის ადმინისტრირებას ახორციელებს კომისია.
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ფიზიკური ინფრასტრუქტურის გაზიარების შესახებ
Всегда актуальная правовая база
2.ერთიანი საინფორმაციო პლატფორმა ეფუძნება ინფორმაციის გაზიარებისა და გაცვლის პრინციპებს და ხელმისაწვდომია ამ კანონით განსაზღვრული პირებისთვის ერთიან საინფორმაციო პლატფორმაზე ინფორმაციის განთავსების ვალდებულების შესრულებისა და აღნიშნული ინფორმაციის დანიშნულებისამებრ გამოყენების შესაძლებლობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველსაყოფად.
3.ერთიან საინფორმაციო პლატფორმაზე ინფორმაციის განთავსებისა და მისი ადმინისტრირების წესებს ადგენს კომისია.
4.ერთიან საინფორმაციო პლატფორმაზე განთავსებული უნდა იყოს მშენებლობის ნებართვის/თანხმობის მიღებასთან დაკავშირებული წესებისა და პროცედურების შესახებ ინფორმაცია. ამასთანავე, ეს პლატფორმა მშენებლობის ნებართვის/თანხმობის მისაღებად განაცხადის წარდგენის შესაძლებლობას უნდა იძლეოდეს. მშენებლობის ნებართვის/თანხმობის გაცემასთან დაკავშირებული წესები დგინდება საქართველოს კანონმდებლობით.
Эти юристы работают в правовой области, связанной с этой статьёй.