1.დამკვეთის მოთხოვნის საფუძველზე ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელი ორგანო უფლებამოსილია სტატისტიკური სამუშაოების პროგრამის ფარგლების გარეთ შეაგროვოს დამატებითი სტატისტიკური მონაცემები.
2.დამატებითი სტატისტიკური მონაცემების შეგროვებით გაწეული მომსახურება საფრთხეს არ უნდა უქმნიდეს ოფიციალური სტატისტიკის წარმოებასა და ხარისხს ან სტატისტიკის ეროვნული სისტემის სანდოობას.
3.ამ მუხლით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის პირობები და ღირებულება განისაზღვრება შესაბამისი ხელშეკრულებით. დამკვეთმა უნდა აანაზღაუროს დამატებითი სტატისტიკური მონაცემების შეგროვებით გაწეული მომსახურების ხარჯი.
4.დამატებითი სტატისტიკური მონაცემების შეგროვებით გაწეულ მომსახურებათა ჩამონათვალი შეტანილი უნდა იქნეს საქსტატის საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშში.
5.დამატებითი სტატისტიკური მონაცემების შეგროვებით გაწეული მომსახურების შედეგები ოფიციალურ სტატისტიკად არ მიიჩნევა.
6.დამატებითი სტატისტიკური მონაცემების შეგროვებით მომსახურების გაწევის უზრუნველსაყოფად ჩატარებული სტატისტიკური გამოკვლევის რესპონდენტებისთვის ან მათი ნაწილისთვის სავალდებულოდ გამოცხადება დაუშვებელია.
7.ამ კანონის VII თავის (მონაცემების შეგროვება), IX თავის (მონაცემთა კონფიდენციალურობა) და X თავის (ოფიციალური სტატისტიკის ხარისხი) დებულებების დაცვა ყველა შემთხვევაში სავალდებულოა.

