Статья 71. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევასთან დაკავშირებული ღონისძიებები
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებულია: ა) წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის უფლებამოსილების მქონე სუბიექტის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე: ა.ა) გაუწიოს მას დახმარება იმ პირის ძებნაში, რომელიც თავს არიდებს წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევას ან სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურში გამოცხადებას/მის გავლას; ა.ბ) წარუდგინოს მას ინფორმაცია წვევამდელისთვის ნასამართლობის მოხსნის ან გაქარწყლების შესახებ; ბ) მიაწოდოს მას ინფორმაცია წვევამდელის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა-გადმოკვეთის შესახებ, აგრეთვე წვევამდელის უგზო-უკვლოდ დაკარგვის გამო ძებნის გამოცხადების თაობაზე.
2. საქართველოს პროკურატურა ვალდებულია წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის უფლებამოსილების მქონე სუბიექტს 10 დღის ვადაში აცნობოს წვევამდელის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების ან/და შეწყვეტის შესახებ, თუ იგი იმყოფება ან ვალდებულია იმყოფებოდეს სამხედრო აღრიცხვაზე.
