1.წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების მოსაკრებელი არის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახდელი, რომლის გადახდა სავალდებულოა წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების უფლებით სარგებლობისთვის.
2.წვევამდელის მიერ წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების მოსაკრებლის გადახდა წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების საფუძველია.
