1. წვევამდელის წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევას ორგანიზებას უწევს და მის გამოძახებას უზრუნველყოფს ამ კოდექსის 57-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.
2. ამ კოდექსის 69-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შემდეგ წვევამდელის წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ ბრძანებას გამოსცემს ამ კოდექსის 57-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი.
3. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის განმახორციელებელი სუბიექტი ვალდებულია წვევამდელს შეატყობინოს აღნიშნულ სამსახურში გამოძახების შესახებ.
4. წვევამდელი ვალდებულია ტექნიკური ან კომუნიკაციის სხვა საშუალებით გამოძახების შემთხვევაში განსაზღვრულ გონივრულ ვადაში გამოცხადდეს გამწვევი კომისიის სხდომაზე, აგრეთვე წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გასაწვევად.
Правовая карта
Нажмите, чтобы открыть
СсылкаБлизко по смыслуთავდაცვის კოდექსისაქართველოს ადმინისტრა…
Только для информации — не юридическая консультация.
5. თუ წვევამდელი წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გამოძახების შემთხვევაში არ გამოცხადდება გამწვევ კომისიაში ან/და სამედიცინო შემოწმების გასავლელად არ გამოცხადდება მუდმივმოქმედ სამედიცინო საექსპერტო კომისიაში ან მუდმივმოქმედ სამედიცინო საექსპერტო კომისიაში გამოცხადების შემდეგ თავს აარიდებს/არ გაივლის სამედიცინო შემოწმებას (მათ შორის, თავს აარიდებს/არ ჩაიტარებს დამატებით სამედიცინო გამოკვლევებს), გაწვევის უფლებამოსილების მქონე სუბიექტი შესაბამის მასალებს სასამართლოს გადასცემს.
6. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს წვევამდელს აცნობს უფლებამოსილი თანამდებობის პირი.
7. გამწვევი კომისიის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის უფლებამოსილების მქონე სუბიექტი უზრუნველყოფს სამედიცინო შემოწმების გასავლელად წვევამდელის მუდმივმოქმედ სამედიცინო საექსპერტო კომისიაში წარდგენას და ამისთვის ახორციელებს წვევამდელის ტრანსპორტირებას, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს მის კვებას.
8. წვევამდელის წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის უფლებამოსილების მქონე სუბიექტი უზრუნველყოფს წვევამდელის სამინისტროს სისტემის შესაბამის ქვედანაყოფამდე მიყვანას, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში − მის კვებას.
9. სამინისტრო წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის მიმდინარეობის, შედეგებისა და სტატისტიკური მონაცემების შესახებ ინფორმაციას წარუდგენს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას.
10. თუ წვევამდელის წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ იგი წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გასავლელად არ ცხადდება გამოძახებისას მიღებულ შეტყობინებაში/უწყებაში მითითებულ ადგილზე, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის უფლებამოსილების მქონე სუბიექტი შესაბამის მასალებს სამართალდამცავ ორგანოებს გადასცემს.
11. წვევამდელი შეიძლება გათავისუფლდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში გამწვევი კომისიის სხდომაზე გამოცხადებისგან, თუ მისი წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევისგან გათავისუფლების შესახებ ან მისთვის წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების შესახებ გადაწყვეტილების მიღება წვევამდელის გამოცხადების გარეშეც შესაძლებელია.
12. პირს უფლება აქვს, მისი წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ გადაწყვეტილება, აგრეთვე მის მიმართ თავდაცვის კოდექსის საფუძველზე მიღებული, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურთან დაკავშირებული სხვა გადაწყვეტილება მისთვის ოფიციალურად გაცნობიდან 15 კალენდარული დღის ვადაში გაასაჩივროს სასამართლოში. აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას. გასაჩივრებული გადაწყვეტილების მოქმედება შეჩერდება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით.
13. წვევამდელის წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ გადაწყვეტილება ძალაში შედის მისთვის ამ გადაწყვეტილების ოფიციალურად გაცნობისთანავე.
14. წვევამდელისთვის მისი წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ გადაწყვეტილების ოფიციალურად გაცნობა ხდება ამ ნაწილით განსაზღვრული ერთ-ერთი ფორმით და დადგენილი თანამიმდევრობით: ა) გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოში წვევამდელისთვის გადაწყვეტილების (მათ შორის, ზეპირი გადაწყვეტილების) გაცნობა/გამოცხადება; ბ) გადაწყვეტილების წვევამდელისთვის ჩაბარება მისი რეგისტრაციის, ფაქტობრივი ადგილსამყოფლის ან სამუშაო ადგილის მისამართზე, რაც დასტურდება წვევამდელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, ხოლო თუ იგი უარს ამბობს დოკუმენტის ხელმოწერაზე − გადაწყვეტილების ჩაბარების უფლებამოსილების მქონე პირის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით; გ) გადაწყვეტილების წვევამდელისთვის ჩაბარება ტექნიკური ან კომუნიკაციის სხვა საშუალებით, რაც დასტურდება გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს მიერ შედგენილი აქტით; დ) გადაწყვეტილების საჯაროდ გამოქვეყნება ამ მუხლის მე-15 ნაწილით დადგენილი წესით.
15. ამ მუხლის მე-13 ნაწილით გათვალისწინებული წვევამდელის წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ გადაწყვეტილება საჯაროდ ქვეყნდება ადმინისტრაციული ორგანოს ვებგვერდზე წვევამდელისთვის მისი ამ მუხლის მე-14 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილი წესით ჩაუბარებლობიდან არაუგვიანეს მე-2 სამუშაო დღისა. ამ შემთხვევაში აღნიშნული გადაწყვეტილება წვევამდელისთვის ოფიციალურად გაცნობილად მიიჩნევა მისი საჯაროდ გამოქვეყნებიდან მე-7 კალენდარულ დღეს.
16. ამ მუხლის მე-15 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში წვევამდელი ვალდებულია მისი წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ გადაწყვეტილების მისთვის ოფიციალურად გაცნობიდან 10 კალენდარული დღის ვადაში გამოცხადდეს გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოში.
17. ამ მუხლის მე-14 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ზეპირი გადაწყვეტილება წერილობით გამოიცემა მისი მიღების დღესვე.
18. პირი, რომელმაც დასაბუთებული მიზეზით გამოთქვა წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის ფორმით გავლის სურვილი, მაგრამ აღნიშნულ სამსახურში გაწვევამდე უარი განაცხადა მის გავლაზე, ექვემდებარება წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლას.
19. პირი, მათ შორის, 27 წელს მიღწეული პირი, რომელიც გადის არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურს, შეიძლება საკუთარი სურვილით, პირადი განცხადების საფუძველზე არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურიდან წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში იქნეს გადაყვანილი. ამასთანავე, მას არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლილი ვადა წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლის ვადაში არ ჩაეთვლება.
20. ამ მუხლის მე-18 და მე-19 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გასავლელად პირისთვის შეტყობინების/პირის გამოძახების/აღნიშნული სამსახურიდან გადაყვანის წესი და ორგანიზაციული საკითხები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. [ 20. საქართველოს მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება: ა) ამ მუხლის მე-18 და მე-19 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გასავლელად პირისთვის შეტყობინების/პირის გამოძახების/აღნიშნული სამსახურიდან გადაყვანის წესი და ორგანიზაციული საკითხები; ბ) წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის ორგანიზების საკითხები; გ) ამ მუხლის 24-ე ნაწილით გათვალისწინებული ოჯახის წევრები. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან)] 21. ამ კოდექსის 72-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიზნებისთვის წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის კრიტერიუმები შეიძლება განისაზღვროს მინისტრის სამართლებრივი აქტით. [ 22. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გასაწვევად პირის გამოძახება ხდება შემდეგი თანამიმდევრობით: ა) ტექნიკური ან კომუნიკაციის სხვა საშუალებით (მათ შორის, მოკლე ტექსტური შეტყობინებით), რაც დასტურდება განხორციელებული უკუკავშირით ან/და შესაბამისი ორგანოს მიერ შედგენილი აქტით; ბ) გამოძახების შესახებ შეტყობინების/უწყების პირისთვის ჩაბარებით, რაც დასტურდება მის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, ხოლო თუ პირი დოკუმენტის ხელმოწერაზე უარს ამბობს − გამოძახების შესახებ შეტყობინების/უწყების ჩაბარების უფლებამოსილების მქონე პირის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით; გ) ამ მუხლის 23-ე ნაწილით დადგენილი წესით გამოძახების შესახებ შეტყობინების/უწყების საჯაროდ გამოქვეყნებით.
23. თუ წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გასაწვევად პირისთვის მისი ამ მუხლის 22-ე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ფორმით გამოძახების შესახებ შეტყობინების/უწყების ჩაბარება ვერ ხერხდება, მათ შორის, მოკლე ტექსტური შეტყობინებით ან ელექტრონული ფოსტით უკუკავშირი 2 სამუშაო დღის ვადაში არ ხორციელდება, ან შეტყობინების/უწყების ფოსტით გაგზავნა შეუძლებელია, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის განმახორციელებელი ორგანო არაუგვიანეს მე-2 სამუშაო დღისა თავის ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს გამოძახების შესახებ შეტყობინებას/უწყებას, რომელიც პირისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა მისი გამოქვეყნებიდან მე-7 კალენდარულ დღეს. ამ შემთხვევაში პირი ვალდებულია მისთვის წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გასაწვევად გამოძახების შესახებ შეტყობინების/უწყების ოფიციალურად ჩაბარებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში გამოცხადდეს წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის განმახორციელებელ ორგანოში.
24. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გასაწვევად ამ მუხლის 22-ე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ფორმით პირის გამოძახების შესახებ შეტყობინება/უწყება შეიძლება ჩაჰბარდეს როგორც აღნიშნულ პირს, ისე მისი ოჯახის სრულწლოვან წევრს. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან)] საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3815 – ვებგვერდი, 19.12.2023წ. საქართველოს 2025 წლის 24 ივნისის კანონი №713 – ვებგვერდი, 26.06.2025წ. საქართველოს 2025 წლის 9 დეკემბრის კანონი №1138 - ვებგვერდი, 12.12.2025წ. საქართველოს 2026 წლის 13 მაისის კანონი №1555 – ვებგვერდი, 14.05.2026წ.
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах