1.არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლში განთავსებულ კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანს უნდა ჰქონდეს საშუალება, მიიღოს სრული ზოგადი განათლება საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად.
2.არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლში ზოგადი განათლების მიწოდება ხორციელდება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მიერ დამტკიცებული საგანმანათლებლო პროგრამით. ეს პროგრამა უნდა უზრუნველყოფდეს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მიზნების მიღწევას. ამ პროგრამაზე არ ვრცელდება ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სასწავლო გარემოს ორგანიზების პირობები და საათობრივი ბადე. ამ პროგრამის დასრულების შემდეგ უზრუნველყოფილი უნდა იყოს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის მიერ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესის შეუფერხებლად გაგრძელება.
3.არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლში ზოგადი განათლების დაფინანსება ხორციელდება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მიერ დამტკიცებული პროგრამით, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილისგან განსხვავებული წესით. თავი VI კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესში მონაწილე პირი მუხლი 28. კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესში მონაწილე პირის სპეციალიზაცია 1. კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესში მონაწილე პირს, მათ შორის, არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლის ყველა თანამშრომელს, გავლილი უნდა ჰქონდეს სპეციალური სწავლება არასრულწლოვანთან ურთიერთობის მეთოდიკასა და მასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებში.
2.კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესში მონაწილე პირის, მათ შორის, არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლის ყველა თანამშრომლის, სპეციალიზაციის სტანდარტი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ხოლო მოსამართლის შემთხვევაში – საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით.
3.პირი, რომელსაც გავლილი აქვს ბავშვის უფლებათა კოდექსით ან/და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით გათვალისწინებული სპეციალიზაცია, ამ კანონის მიზნებისთვის ითვლება სპეციალიზებულ პირად. თავი VII გარდამავალი და დასკვნითი დებულებები






