1. ამ მუხლით გათვალისწინებულ საარჩევნო დავაზე განცხადების/საჩივრის საარჩევნო კომისიაში შეტანის უფლება აქვთ სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლების მქონე ამავე მუხლით განსაზღვრულ პირებს, აგრეთვე ამ პირთა სახელით − მათი განცხადების, მიმართვის ან წარდგინების საფუძველზე − ელექტრონულ რეესტრში რეგისტრირებულ პირებს. ელექტრონული რეესტრის წარმოების წესს განკარგულებით განსაზღვრავს ცესკო.
2. ამომრჩეველთა სიის გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვს შესაბამის საარჩევნო კომისიაში საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს, დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას (არასაარჩევნო პერიოდში − ბოლო საერთო არჩევნებისთვის რეგისტრირებულ დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას),შესაბამისი საოლქო ან საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს, მოქალაქეს, რომლის განცხადება ამომრჩეველთა სიაში შეყვანის შესახებ არ დააკმაყოფილა საარჩევნო კომისიამ.
Правовая карта
Нажмите, чтобы открыть
СсылкаБлизко по смыслуსაქართველოს საარჩევნო …საქართველოს საარჩევნო …
Только для информации — не юридическая консультация.
3. საარჩევნო ოლქების შექმნის გამო სარჩელის სასამართლოში ამ კანონით დადგენილ ვადაში შეტანის უფლება აქვს ცესკოში საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიის წარმომადგენელს, ბოლო საერთო არჩევნებისთვის რეგისტრირებულ დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას, ცესკოს წევრს.
4. საარჩევნო უბნების შექმნის გამო სარჩელის სასამართლოში ამ კანონით დადგენილ ვადაში შეტანის უფლება აქვს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიის წარმომადგენელს, ბოლო საერთო არჩევნებისთვის რეგისტრირებულ დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას, შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის წევრს.
5. ცესკოს/საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის დანიშვნის/არჩევის გამო სარჩელის სასამართლოში ამ კანონით დადგენილ ვადაში შეტანის უფლება აქვს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ პირს.
6. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის დანიშვნის/არჩევის გამო სარჩელის სასამართლოში ამ კანონით დადგენილ ვადაში შეტანის უფლება აქვს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს, დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას, შესაბამისი საოლქო ან საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს.
7. საარჩევნო კომისიის წევრის ან საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ საარჩევნო კომისიის ან მისი თავმჯდომარის განკარგულების გამო, აგრეთვე უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილების მიუღებლობის გამო (ამ კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას) სარჩელის სასამართლოში ამ კანონით დადგენილ ვადაში შეტანის უფლება აქვს საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიას, დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას, შესაბამისი ან ზემდგომი საარჩევნო კომისიის წევრს, რომელსაც ამ განკარგულებით ვადამდე შეუწყდა უფლებამოსილება.
8. ქვემდგომი საარჩევნო კომისიის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ ცესკოს განკარგულების გამო, აგრეთვე უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილების მიუღებლობის გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვს ცესკოს წევრს, საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიის წარმომადგენელს ცესკოში, დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას, საარჩევნო კომისიის იმ წევრთა ნახევარზე მეტს, რომლებსაც ამ განკარგულებით ვადამდე შეუწყდათ უფლებამოსილება.
9. ამ კანონის 59-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო სარჩელის სასამართლოში იმავე პუნქტით განსაზღვრული ვადის ამოწურვიდან 10 დღის ვადაში შეტანის უფლება აქვს ცესკოს.
10. პარტიის, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის საარჩევნო რეგისტრაციისა და მათი წარმომადგენლების რეგისტრაციის გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვთ: ა) პარტიას, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს ცესკოში (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის არჩევნების დროს), თუ ცესკოს თავმჯდომარემ რეგისტრაციაში არ გაატარა ეს პარტია, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი ან მათი წარმომადგენლები, ან გააუქმა მათი რეგისტრაცია; ბ) პარტიას, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში (მუნიციპალიტეტის (გარდა ქალაქ თბილისისა) წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოს და აღმასრულებელი ორგანოს − მერის არჩევნების დროს), თუ საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ/მდივანმა რეგისტრაციაში არ გაატარა ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი ან მათი წარმომადგენლები, ან გააუქმა მათი რეგისტრაცია; გ) პარტიას, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს ცესკოში (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის არჩევნების დროს), დამკვირვებლის სტატუსის მქონე არანაკლებ 2 პირს (რომლებიც დაინიშნენ დამკვირვებლებად ცესკოში), თუ მათ მიაჩნიათ, რომ პარტია რეგისტრაციაში საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით გატარდა; დ) პარტიას, შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს (მუნიციპალიტეტის (გარდა ქალაქ თბილისისა) წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოს და აღმასრულებელი ორგანოს − მერის არჩევნების დროს), დამკვირვებლის სტატუსის მქონე არანაკლებ 2 პირს (რომლებიც დაინიშნენ დამკვირვებლებად შესაბამის საარჩევნო ოლქში), თუ მათ მიაჩნიათ, რომ ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი რეგისტრაციაში საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით გატარდა.
11. არჩევნებში მონაწილე პარტიის მიერ წარდგენილი პარტიული სიის, პარტიულ სიაში შეყვანილი ცალკეული კანდიდატების, ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში წარდგენილი კანდიდატის, მერობის კანდიდატის რეგისტრაციის შესახებ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულების გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვთ: ა) არჩევნებში მონაწილე პარტიას, მაჟორიტარ კანდიდატს, შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს (მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნების დროს), თუ ცესკოს თავმჯდომარემ რეგისტრაციაში არ გაატარა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი, პარტიის მიერ წარდგენილი პარტიული სია, პარტიული სიით წარდგენილი ცალკეული კანდიდატები, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ რეგისტრაციაში არ გაატარა საკრებულოს არჩევნების დროს პარტიის მიერ წარდგენილი პარტიული სია, პარტიული სიით წარდგენილი ცალკეული კანდიდატები, პარტიის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატები, თვითმმართველი ქალაქის (გარდა ქალაქ თბილისისა)/თვითმმართველი თემის მერის არჩევნების დროს პარტიის მიერ წარდგენილი მერობის კანდიდატები, ან/და ამ საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეებმა გააუქმეს მათი რეგისტრაცია; ბ) საარჩევნო რეგისტრაციის მქონე, არჩევნებში მონაწილე პარტიას, დამკვირვებლის სტატუსის მქონე არანაკლებ 2 პირს (რომლებიც დაინიშნენ დამკვირვებლებად ცესკოში), თუ მათ მიაჩნიათ, რომ ცესკოს თავმჯდომარემ პარტიული სია, პარტიული სიით წარდგენილი ცალკეული კანდიდატები, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი რეგისტრაციაში საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით გაატარა, აგრეთვე თუ პარტიული სიით წარდგენილი ცალკეული კანდიდატები ვერ აკმაყოფილებენ საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილ მოთხოვნებს ან მათი ეს მოთხოვნები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით დაკმაყოფილდა; გ) საარჩევნო რეგისტრაციის მქონე, არჩევნებში მონაწილე პარტიას, შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს (მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნების დროს), დამკვირვებლის სტატუსის მქონე არანაკლებ 2 პირს (რომლებიც დაინიშნენ დამკვირვებლებად საოლქო საარჩევნო კომისიაში), თუ მათ მიაჩნიათ, რომ საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ პარტიული სია, ცალკეული მაჟორიტარი კანდიდატები ან პარტიული სიით წარდგენილი კანდიდატები, თვითმმართველი ქალაქის (გარდა ქალაქ თბილისისა)/თვითმმართველი თემის მერობის კანდიდატები რეგისტრაციაში საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით გაატარა, აგრეთვე თუ ცალკეული მაჟორიტარი კანდიდატები ან პარტიული სიით წარდგენილი კანდიდატები ვერ აკმაყოფილებენ საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილ მოთხოვნებს ან მათი ეს მოთხოვნები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით დაკმაყოფილდა.
12. ადგილობრივი/საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციის რეგისტრაციის შესახებ ცესკოს განკარგულების გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვთ აღნიშნულ ორგანიზაციას, თუ ცესკომ იგი არ გაატარა რეგისტრაციაში, საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიას და დამკვირვებლის სტატუსის მქონე რეგისტრირებულ ორგანიზაციას, თუკი მათ მიაჩნიათ, რომ დამკვირვებელი ორგანიზაცია რეგისტრაციაში საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით გატარდა.
13. ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის რეგისტრაციის შესახებ საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულების გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვთ აღნიშნულ ორგანიზაციას, თუ საოლქო საარჩევნო კომისიამ იგი არ გაატარა რეგისტრაციაში, შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიის/ამომრჩეველთა რეგისტრირებული საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს, დამკვირვებლის სტატუსის მქონე რეგისტრირებულ ორგანიზაციას, თუკი მათ მიაჩნიათ, რომ დამკვირვებელი ორგანიზაცია რეგისტრაციაში საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით გატარდა.
14. პრესის ან მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალების წარმომადგენლის აკრედიტაციის შესახებ ცესკოს/საოლქო საარჩევნო კომისიის მდივნის განკარგულების გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვთ პრესის ან მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალების წარმომადგენელს, რომლის აკრედიტაციის თაობაზე განცხადება არ დააკმაყოფილა საარჩევნო კომისიამ, საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიას/შესაბამის საარჩევნო კომისიაში ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს, დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას.
15. ამ კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ქმედების გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვთ: ა) პარტიას, დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას, საარჩევნო კომისიას, თუ სარჩელი პარტიის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატის მიერ ზემოაღნიშნული წესის დარღვევას ეხება; ბ) პარტიას, შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს (მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნების დროს), მაჟორიტარ კანდიდატს, მერობის კანდიდატს, დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას, საარჩევნო კომისიას, თუ სარჩელი საარჩევნო ოლქში წარდგენილი კანდიდატის მიერ ზემოაღნიშნული წესის დარღვევას ეხება. შენიშვნა: ამ პუნქტით განსაზღვრული პირი უფლებამოსილია ამავე პუნქტით გათვალისწინებულ საკითხზე თავად მიმართოს სასამართლოს. ასეთი მოთხოვნის სხვა უფლებამოსილი პირისთვის წარდგენის თაობაზე მის მიერ წარდგენილი განცხადება/საჩივარი განხილვას არ ექვემდებარება.
16. პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების მიერ ამ კანონის 51-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და 56-ე მუხლის პირველი−მე-5 პუნქტების დებულებათა დარღვევის გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ პირს.
17. ამ კანონის 53-ე მუხლის დებულებათა დარღვევის შემთხვევაში საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულების გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვთ კანდიდატის წარმდგენ პარტიას, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს, იმ კანდიდატს, რომლის შესახებაც გამოიცა განკარგულება, ცესკოში საარჩევნო რეგისტრაციის მქონე სხვა პარტიის წარმომადგენელს, დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას, საოლქო საარჩევნო კომისიაში ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს (მაჟორიტარი კანდიდატის შემთხვევაში), თუ საარჩევნო კომისიამ არ დაადასტურა ზემოაღნიშნული დარღვევა.
18. ამ მუხლის მე-17 პუნქტით განსაზღვრულ საკითხებზე სარჩელი შეიტანება შესაბამის რაიონულ/საქალაქო სასამართლოში არაუგვიანეს კენჭისყრის დღის მომდევნო დღისა, ხოლო სასამართლოს გადაწყვეტილება გამოაქვს სარჩელის შეტანიდან არაუგვიანეს მომდევნო დღისა. რაიონული/საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მისი გამოტანიდან არაუგვიანეს მომდევნო დღისა შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში, რომელსაც გადაწყვეტილება გამოაქვს სარჩელის შეტანიდან არაუგვიანეს მომდევნო დღისა.
19. საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების შემთხვევაში ზემდგომი საოლქო საარჩევნო კომისიის შესაბამისი განკარგულების გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვთ საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიას, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს ან შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში მათ წარმომადგენლებს, დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას.
20. საარჩევნო უბანში კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობის ან არცნობის შესახებ საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულების გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვთ პარტიას, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს ან შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში მათ წარმომადგენლებს, მაჟორიტარ კანდიდატს, თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერობის კანდიდატს, შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციის დამკვირვებელს.
21. არჩევნების ჩატარებულად ან არჩატარებულად გამოცხადების შესახებ ცესკოს განკარგულების გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვთ არჩევნებში მონაწილე პარტიას, საოლქო საარჩევნო კომისიაში ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს (საარჩევნო ოლქის შემთხვევაში), მაჟორიტარ კანდიდატს, თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერობის კანდიდატს, დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას.
22. საოლქო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების შემთხვევაში ცესკოს შესაბამისი განკარგულების გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვთ არჩევნებში მონაწილე პარტიას, საოლქო საარჩევნო კომისიაში ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს, მაჟორიტარ კანდიდატს, თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერობის კანდიდატს, დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას.
23. ცესკოს არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვთ არჩევნებში მონაწილე პარტიას, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატს, მაჟორიტარ კანდიდატს (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს არჩევნების დროს), დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას. თავი XIV. პასუხისმგებლობა საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევისთვის
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах