1.განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, მომხმარებელს აცნობოს ელექტრონული ფორმის ტექსტური შეტყობინებით, შესაბამის არეალში დაგეგმილი სარემონტო სამუშაოების შესახებ. მომხმარებლის ინფორმირება უნდა მოხდეს სამუშაოების დაწყებამდე არაუმეტეს 5 და არანაკლებ 1 კალენდარული დღით ადრე. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, შეტყობინებაში ზუსტად მიუთითოს სამუშაოების დაწყების დრო და ხანგრძლივობა. იმ შემთხვევაში, თუ დაგეგმილი სამუშაოების შედეგად მომარაგება უწყდება შესაბამის თვითმმართველ ერთეულში არსებულ მომხმარებელთა 2 პროცენტზე მეტს, მაგრამ არანაკლებ 100 მომხმარებლისა, ზემოაღნიშნულ ვადაში განაწილების ლიცენზიატმა, ასევე უნდა გაავრცელოს შესაბამისი ინფორმაცია მედიასაშუალებებით, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. წინამდებარე პუნქტში მოცემული პირობის დარღვევის შემთხვევაში, უნდა მოხდეს ბუნებრივი გაზით მომარაგების შეწყვეტის გადავადება.
ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ
