საქართველოს 2013 წლის 29 ივლისის კანონი №893 - ვებგვერდი, 20.08.2013წ. საქართველოს 2016 წლის 8 ივნისის კანონი № 5390 - ვებგვერდი, 17.06.2016წ. მუხლი 332 3 . ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების ორეტაპიანი ელექტრონული სისტემის ამოქმედება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2015 წლის 31 მარტამდე უზრუნველყოს ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების ორეტაპიანი ელექტრონული სისტემის ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ტექნიკურ-ორგანიზაციული ღონისძიებების განხორციელება და შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის საშუალების შექმნა. საქართველოს 2014 წლის 30 ნოემბრის კანონი №2870 - ვებგვერდი, 30.11.2014წ. მუხლი 332 4 . 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილ პირებთან დაკავშირებული სამართლებრივი რეგულირება გარდამავალ პერიოდში ამ კოდექსის მიზნებისათვის 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილი პირის კანონიერ წარმომადგენლად ითვლება მისი მეურვე, სანამ ქმედუუნარო პირის ინდივიდუალური შეფასება არ მოხდება. საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3358 - ვებგვერდი, 31.03.2015წ. მუხლი 332 5 . 2023 წლის 1 იანვრამდე შესაბამისი სასამართლო სხდომის გამართვის დროებითი წესი 1. 2023 წლის 1 იანვრამდე პანდემიის ან/და საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით საშიში ეპიდემიის გავრცელების საფრთხის არსებობის შემთხვევაში საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული სასამართლო სხდომა სასამართლოს გადაწყვეტილებით შესაძლებელია გაიმართოს დისტანციურად, კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით, თუ: ა) ბრალდებული/მსჯავრდებული/გამართლებული თანახმაა; ბ) ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულია პატიმრობა, მსჯავრდებულს სასჯელის სახით შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა ან/და სასამართლო სხდომის ამ წესით ჩაუტარებლობამ შესაძლებელია დანაშაულის გახსნისა და პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საჯარო ინტერესის ხელყოფა გამოიწვიოს.
2.სასამართლო სხდომის ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესით გამართვის შემთხვევაში მასში მონაწილე არცერთ პირს არ აქვს უფლება, უარი განაცხადოს სხდომის დისტანციურად გამართვაზე მასზე უშუალოდ დასწრების სურვილის მოტივით. საქართველოს 2020 წლის 22 მაისის კანონი №5973 – ვებგვერდი, 22.05.2020წ. საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6779 – ვებგვერდი, 14.07.2020წ. საქართველოს 2020 წლის 29 დეკემბრის კანონი №38 – ვებგვერდი, 29.12.2020წ. საქართველოს 2021 წლის 22 ივნისის კანონი №675 – ვებგვერდი, 24.06.2021წ. საქართველოს 2021 წლის 22 დეკემბრის კანონი №1207 – ვებგვერდი, 28.12.2021წ.




