სახელმწიფო ბაჟი გადაიხდევინება: ა) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში განსახილველ საქმეებზე; ბ) საერთო სასამართლოებში განსახილველ სასარჩელო ან სხვა განცხადებებზე და საჩივრებზე; გ) ( ამოღებულია – 13.03.2012, №5788 ); დ) (ამოღებულია - 15.05.2024, №4160); ე) საქართველოს სახელმწიფო სასაზღვრო-გამტარ პუნქტში მოკლევადიანი ორდინალური ვიზის გაცემისათვის; ე 1 ) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საქართველოს ვიზის გაცემისათვის და მისი მოქმედების ვადის გაგრძელებისათვის, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქართველოს საიმიგრაციო ვიზის მისაღებად საჭირო დოკუმენტაციის მიღებას და სამგზავრო დოკუმენტში ვიზის დატანას ან საქართველოს ვიზის ელექტრონულად გაცემას უზრუნველყოფს კანონით გათვალისწინებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი; ვ) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ დოკუმენტების გამოთხოვისათვის; ზ) უცხო ქვეყანაში გაცემული დოკუმენტის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ლეგალიზაციისთვის. საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1771-სსმI, №39, 16.07.2005წ., მუხ.262 საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3136-სსმI, №19, 01.06.2006წ., მუხ.163 საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის კანონი №3383-სსმI, №24, 29.06.2006წ., მუხ.191 საქართველოს 2009 წლის 26 ივნისის კანონი №1332-სსმI, №14, 03.07.2009წ., მუხ.73 საქართველოს 2009 წლის 15 დეკემბრის კანონი №2316-სსმI, №46, 22.12.2009წ., მუხ.348 საქართველოს 2010 წლის 12 ნოემბრის კანონი №3806-სსმI, №66, 03.12.2010 წ., მუხ.414 საქართველოს 2012 წლის 13 მარტის კანონი №5788 – ვებგვერდი, 19.03.2012წ. საქართველოს 2014 წლის 5 მარტის კანონი №2052 – ვებგვერდი, 17.03.2014წ. საქართველოს 2014 წლის 14 ნოემბრის კანონი №2789 – ვებგვერდი, 26.11.2014წ. საქართველოს 2015 წლის 8 მაისის კანონი №3603 – ვებგვერდი, 15.05.2015წ. საქართველოს 2016 წლის 27 აპრილის კანონი №5025 - ვებგვერდი, 13.05.2016წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3034 - ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №340 – ვებგვერდი, 18.03.2021წ. საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3827 – ვებგვერდი, 15.12.2023წ. საქართველოს 2024 წლის 15 მაისის კანონი №4160 – ვებგვერდი, 21.05.2024წ.
Статья 3. მოქმედებები, რომლებისთვისაც გადაიხდევინება სახელმწიფო ბაჟი
Специалисты в этой области
Эти юристы работают в правовой области, связанной с этой статьёй.


