1.სახელმწიფო ბაჟი, გარდა ამ კანონის მე-4 მუხლის 7 2 პუნქტით განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟისა, გადაიხდება ეროვნული ვალუტით ბანკში, დადგენილი ფორმის ქვითრის გაცემით. ამ კანონის მე-4 მუხლის 7 2 პუნქტით განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი გადაიხდება უნაღდო ანგარიშსწორებით, აშშ დოლარში. 1 1 . (ამოღებულია – 25.05.2012, №6315).
2.სახელმწიფო ბაჟი გადაიხდება: ა) საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე – შესაბამისი განცხადებების (საჩივრების) ან საკასაციო საჩივრების შეტანამდე, ასევე სასამართლოს მიერ საბუთის ასლის გაცემისას; ბ) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში განსახილველ საქმეებზე – კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების შეტანამდე; გ) ( ამოღებულია – 13.03.2012, №5788 ); დ ) საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეებისათვის − საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში ან საკონსულო დაწესებულებებში ; ე) (ამოღებულია - 15.05.2024, №4160); ვ) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე საქართველოს საიმიგრაციო ვიზის გაცემისათვის − შესაბამისი განაცხადის წარდგენამდე; ზ) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საქართველოს ელექტრონული ვიზის გაცემისათვის − შესაბამისი სავიზო განაცხადის წარდგენამდე, თუ ამ სავიზო განაცხადის წარდგენა ხდება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალური ვებგვერდის − e-VISA PORTAL-ის − მეშვეობით; თ) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საქართველოს ვიზის მოქმედების ვადის გაგრძელებისათვის − შესაბამისი განაცხადის წარდგენამდე.
3.გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ექვემდებარება მთლიანად ან ნაწილობრივ დაბრუნებას საქმის წარმოების შეწყვეტისას ან სარჩელის განუხილველად დატოვებისას, თუ საქმე სასამართლოში განხილვას არ ექვემდებარება, აგრეთვე როდესაც მოსარჩელე არ იცავს მოცემული კატეგორიის საქმეებისათვის წინასწარი დავის გადაწყვეტის დადგენილ წესს.
4.სახელმწიფო ბაჟი, რომელიც ექვემდებარება დაბრუნებას, უნდა გაიცეს ფიზიკურ ან იურიდიულ პირზე შესაბამისი ბიუჯეტიდან. თანხა გაიცემა იმ დღიდან ერთი თვის განმავლობაში, როდესაც მიღებულია გადაწყვეტილება მისი დაბრუნების შესახებ.
5.(ამოღებულია – 25.05.2012, №6315). საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3136-სსმI, №19, 01.06.2006წ., მუხ.163 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4243-სსმI, №50, 30.12.2006წ., მუხ.394 საქართველოს 2007 წლის 25 მაისის კანონი №4815-სსმI, №19, 01.06.2007წ., მუხ.170 საქართველოს 2009 წლის 15 დეკემბრის კანონი №2316-სსმI, №46, 22.12.2009წ., მუხ.348 საქართველოს 2011 წლის 11 ნოემბრის კანონი №5265 - ვებგვერდი, 24.11.2011წ. საქართველოს 2012 წლის 13 მარტის კანონი №5788 – ვებგვერდი, 19.03.2012წ. საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6315 – ვებგვერდი, 08.06.2012წ. საქართველოს 2012 წლის 12 ივნისის კანონი №6439 – ვებგვერდი, 22.06.2012წ. საქართველოს 2014 წლის 14 ნოემბრის კანონი №2789 – ვებგვერდი, 26.11.2014წ. საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3385 - ვებგვერდი, 31.03.2015წ. საქართველოს 2015 წლის 8 მაისის კანონი №3603 – ვებგვერდი, 15.05.2015წ. საქართველოს 2024 წლის 15 მაისის კანონი №4160 – ვებგვერდი, 21.05.2024წ.
