საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი
Статья 9. სახელმწიფო ბაჟი
1. სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII 3 და VII 17 თავებით გათვალისწინებულ საქმეებზე. 1 1 . სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება ამ კოდექსის VII 9 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე. 1 2 . სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება ამ კოდექსის VII 22 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.
2. (ამოღებულია).
3. საქმის შეწყვეტის შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟის ოდენობა განახევრდება.
4. (ამოღებულია). საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1800 - სსმI, №37, 14.07.2005წ., მუხ.244 საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5670 - სსმI, №1, 03.01.2008წ., მუხ.2 საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის კანონი №2510 - სსმI, №3, 13.01.2010წ., მუხ.7 საქართველოს 2011 წლის 28 დეკემბრის კანონი №5666 - ვებგვერდი, 12.01.2012წ. საქართველოს 2020 წლის 13 ივლისის კანონი №6759 – ვებგვერდი, 20.07.2020წ. საქართველოს 2021 წლის 22 დეკემბრის კანონი №1186 – ვებგვერდი, 28.12.2021წ.
