პოლიტიკოსთა საქმეები

3

სხვა თემები „სისხლისსამართლებრივი დევნა“-ში

პოლიტიკოსთა საქმეებინარკოდანაშაული
ქვეკატეგორიები

აჩვენებს მხოლოდ ამ გვერდზე არჩეული ქვეთემის სტატიებს

შეიყვანეთ საძიებო ტექსტი სიახლეების მოსაძებნად
30 ნოე 2025
2 წუთი

ალექსანდრე ელისაშვილს სასამართლოში ტერაქტის მცდელობისთვის ბრალი წარუდგინეს

საქართველოს პროკურატურამ ალექსანდრე ელისაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლოში ტერორისტული აქტის მცდელობის ფაქტზე ბრალი წარუდგინა. გამოძიებით დადგინდა, რომ მან შენობაში შეაღწია, აალებადი ნივთიერება დაასხა და ხანძრის გაჩენა სცადა. მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა ის წინააღმდეგობის მიუხედავად დააკავეს. ბრალი 10-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

16 ნოე 2025
1 წუთი

გენერალური პროკურორი - ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის, ოთარ ფარცხალაძისა და მათთან დაკავშირებული, სულ რვა პირის საცხოვრებელი ბინების, სახლების და პირადი ჩხრეკები ჩატარდა

პროკურატურამ და სუს-მა ყოფილი მაღალჩინოსნების - ღარიბაშვილის, ლილუაშვილის, ფარცხალაძის და მათთან დაკავშირებული პირების სახლები გაჩხრიკეს. 22 ლოკაციაზე ჩატარებული ღონისძიებისას ამოღებულია ტექნიკა, დოკუმენტები და დიდი ოდენობით ფული. გამოძიება გრძელდება.

22 ოქტ 2025
2 წუთი

სუს - ანტიკორუფციულ სააგენტოში ირაკლი ღარიბაშვილი გამოიკითხა, რომელმაც სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან და აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი

სუს-ში გამოკითხვისას ყოფილმა პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან და აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღება. უწყება მისთვის ბრალის წარდგენისა და აღკვეთის ღონისძიების საკითხს განიხილავს.