„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
Closest in meaning — including in other laws
„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
Always up-to-date legal framework
1.ნოტარიუსის სანოტარო არქივში სავალდებულო შენახვას ექვემდებარება საჯარო აქტის ფორმით დამოწმებული: ა) ხელშეკრულებები; ბ) მინდობილობები (რწმუნებულებები); გ) სამკვიდრო მოწმობები; დ) საკუთრების მოწმობები; ე) ანდერძები; ვ) დადგენილებები.
2.ნოტარიუსი უფლებამოსილია საკუთარი სურვილით ან მხარის მოთხოვნით სანოტარო არქივში დაიტოვოს ის აქტებიც, რომელთა შენახვა სანოტარო არქივში არ არის სავალდებულო.
3.ნოტარიუსი ვალდებულია შეინახოს სანოტარო მოქმედებათა რეგისტრაციის რეესტრები და ჟურნალები.
4.სავალდებულო შენახვას დაქვემდებარებული დოკუმენტები ნოტარიუსთან ინახება თანამდებობაზე ყოფნის ვადით, თუ ამ ინსტრუქციით სხვა რამ არ არის დადგენილი, ხოლო უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ კი ეს დოკუმენტები შესანახად გადაეცემა საქართველოს ნოტარიუსთა პალატას.
5.ნოტარიუსი ვალდებულია სანოტარო არქივში სანოტარო აქტები დაალაგოს პროგრესირებადი ნუმერაციის შესაბამისად ან სანოტარო მოქმედებათა სახეების შესაბამისად. ამასთანავე, დალაგების პრინციპი არ უნდა შეიცვალოს ერთი კალენდარული წლის განმავლობაში.
These lawyers work in the legal area related to this article.