„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
Closest in meaning — including in other laws
„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
Always up-to-date legal framework
1.ნოტარიუსი ვალდებულია გასცეს თავის არქივში დაცული დოკუმენტის ასლი (ასლის ასლი) და ამონაწერები დოკუმენტებიდან, აგრეთვე აქტების შესახებ მოწმობები, გარდა ანდერძისა, რომლის გამოქვეყნების დრო არ არის დამდგარი.
2.ამ მუხლის წინა პუნქტში მითითებული დოკუმენტების მიღების უფლება აქვს ნოტარიატის შესახებ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტში მითითებულ პირებს. ხარჯებს იხდის დოკუმენტის მიმღები.
3.ნოტარიუსი უფლებამოსილია სანოტარო აქტის მონაწილის მოთხოვნით გასცეს დოკუმენტის მხოლოდ დანართის ასლი (დამოწმებული, ან დამოწმების გარეშე). ასლის შესატყვისობის დამოწმების შემთხვევაში ვალდებულია დამადასტურებელ წარწერაში მიუთითოს, რომ ეს არის მის არქივში დაცული დოკუმენტის დანართი.
4.ნოტარიუსი უფლებამოსილია გასცეს ასლი ან ამონაწერი იმ სანოტარო აქტისა, რომელიც შედგენილია სხვა ნოტარიუსის მიერ და რომელიც ინახება მის არქივში, როგორც დანართი მის არქივში დაცული დოკუმენტისა.
5.ნოტარიუსი უფლებამოსილია გასცეს ასლი ან ამონაწერი იმ სანოტარო აქტისა, რომელიც შედგენილია (რეგისტრირებულია) სხვა ნოტარიუსის მიერ და ხელმისაწვდომია ელექტრონული წესით.
These lawyers work in the legal area related to this article.