საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ
Article 55^4. დროებითი სახელმწიფო დაფინანსება
1. რეზოლუციის პროცესის დაფინანსების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრო გასცემს დროებით სახელმწიფო დაფინანსებას, თუ ეს აუცილებელია ფინანსური სისტემის სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, სარეზოლუციო ფონდში საქართველოში ლიცენზირებული კომერციული ბანკებისა და უცხოური ბანკების ფილიალების მიერ წინასწარი შენატანების ფარგლებში აკუმულირებული თანხები საკმარისი არ არის/არ იქნება და დაფინანსების არასახელმწიფო წყაროდან მოძიება შეუძლებელია ან ასეთი დაფინანსება საკმარისი არ არის/არ იქნება. დროებითი სახელმწიფო დაფინანსება შეიძლება გაიცეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც აქციონერები და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37 12 მუხლის 10 2 პუნქტის „ლ“−„ჟ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული კრედიტორები კომერციული ბანკის ლიკვიდაციისთვის დადგენილი მოთხოვნების დაკმაყოფილების რიგითობის საპირისპირო თანამიმდევრობით მიიღებენ პირველად ზარალს, რეზოლუციის მიზნებისა და პრინციპების გათვალისწინებით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრუ ლი დროებითი სახელმწიფო დაფინანსების გაცემის მოთხოვნით ეროვნული ბანკი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართავს. ეს მოთხოვნა უნდა შეიცავდეს დაგეგმილი სარეზოლუციო ინსტრუმენტების გამოყენების თაობაზე შესაბამის მიმოხილვას და დროებითი სახელმწიფო დაფინანსების საჭიროების დასაბუთებას, მათ შორის, დაფინანსების საჭირო ოდენობის, ფორმისა და ვადების შესახებ ინფორმაციას, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული რეზოლუციის მიზნებისა და პრინციპების გათვალისწინებით.
