1.სახელმწიფო ორგანოების მიერ პერიოდულად შესასრულებელი ფინანსური ვალდებულების თაობაზე გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში კრედიტორი უფლებამოსილია წერილობითი განცხადების საფუძველზე მოითხოვოს ვალდებულების შესრულება წინსწრებით, ერთჯერადი კომპენსაციის სახით. ერთჯერადი კომპენსაციის სახით თანხის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა, რაც იძულებითი აღსრულების საფუძველია. ერთჯერადი კომპენსაციის სახით გასაცემი თანხის ოდენობას და გაცემის წესს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარდგინებით ადგენს საქართველოს მთავრობა. ერთჯერადი კომპენსაციის სახით გასაცემ თანხაზე კრედიტორის მიერ ახალი სააღსრულებო ფურცლის წარმოდგენა სავალდებულო არ არის.
2.ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით გადაწყვეტილების აღსრულების შემდეგ აღსრულება წყდება ამ კანონის 34- ე მუხლის „ ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად. საქართველოს 2010 წლის 28 ივნისის კანონი №3167 - სსმ I, №34, 09.07.2010წ., მუხ.203




