საქართველოს საგადასახადო კოდექსი
საქართველოს საგადასახადო კოდექსი
For information only — not legal advice.
1. რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან.
2. არარეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროებიდან მიღებული შემოსავლებისაგან.
3. ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ: ა) ხელფასის სახით მიღებული შემოსავლები; ბ) ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან; გ) სხვა შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან და ეკონომიკურ საქმიანობასთან.
4. ერთობლივ შემოსავალში ასახვას არ ექვემდებარება: ა) ( ამოღებულია - 13.05.2016, №5092 ); ბ) სახელმწიფოსთვის ან/და მუნიციპალიტეტებისათვის საქონლის უსასყიდლოდ გადაცემა ან/და მომსახურების უსასყიდლოდ გაწევა; გ) საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული საერთაშორისო ხელშეკრულებებით განსაზღვრული პროექტების (მათ შორის, მოსამზადებელი ეტაპის) განმახორციელებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ, რომლებთანაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გაფორმებული აქვს პროექტის განხორციელების უფლებამოსილების შესახებ ხელშეკრულება, ამ პროექტების ფარგლებში საქონლის სხვა პირებისათვის გადაცემა; დ) მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის მიერ დაქირავებულისთვის გადახდილი ხელფასი, რომელიც, ამ კოდექსის 94-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, გადახდის წყაროსთან არ იბეგრება; ე) ამ კოდექსის 115-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ძირითადი საშუალების მეიჯარისთვის დაბრუნება; ვ ) გადასახადის გადამხდელთან გაფორმებული საგადასახადო შეთანხმების საფუძველზე გადასახადების ან / და სანქციების ( მათ შორის , საბაჟო სანქციის ) შემცირებით , საგადასახადო დავალიანების ჩამოწერით , აგრეთვე ამ კოდექსის 269- ე მუხლის მე -7 ნაწილის საფუძველზე საგადასახადო სანქციისაგან გათავისუფლებით ან საქართველოს საბაჟო კოდექსის 163- ე მუხლის მე -11 ნაწილის საფუძველზე საბაჟო სანქციისაგან გათავისუფლებით მიღებული სარგებელი ; ვ 1 ) საგადასახადო შეთანხმების საფუძველზე მოსაკრებლის თანხის და მასთან დაკავშირებული ჯარიმისა და საურავის შემცირებით მიღებული სარგებელი; ზ) 2028 წლის 1 იანვრამდე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივსა და მის წევრთა (მეპაიეთა) შორის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის შედეგად მიღებული, საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის მიწოდება ან/და ამ საქმიანობასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევა; თ) საქველმოქმედო ორგანიზაციისთვის უსასყიდლოდ მიწოდებული უძრავი ქონების (მათ შორის, მიწის ნაკვეთის) საბაზრო ღირებულება, თუ ქონების მიმღები ორგანიზაცია ქველმოქმედებას ახორციელებს ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობის ან/და მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ არანაკლებ ბოლო 3 კალენდარული წლის განმავლობაში; ი) მუნიციპალიტეტის საკრებულოს იმ წევრისათვის, რომელიც არ არის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირი, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 41-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების საფუძველზე გადახდილი ხარჯების ანაზღაურება, გარდა თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრისათვის გადახდილი ხარჯების ანაზღაურებისა; კ) ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული სასტუმროს აქტივების/მათი ნაწილის გამოყენებით ტურისტული საწარმოს მიერ სასტუმრო მომსახურების გაწევის (სასტუმრო ნომრებად/აპარტამენტებად გამოყენების) შედეგად მიღებული შემოსავალი − ფიზიკური პირისთვის; ლ) მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელი საცალო მომხმარებელი ორგანიზაციის მიერ წარმოებული ჭარბი ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატისათვის მიწოდება. საქართველოს 2011 წლის 20 მაისის კანონი №4705 - ვებგვერდი, 01.06.2011წ. საქართველოს 2012 წლის 15 მაისის კანონი №6211 – ვებგვერდი, 29.05.2012წ. საქართველოს 2013 წლის 12 ივლისის კანონი №817 - ვებგვერდი, 05.08.2013წ. საქართველოს 2013 წლის 30 ივლისის კანონი №906 - ვებგვერდი, 20.08.2013წ. საქართველოს 2015 წლის 1 მაისის კანონი №3581 - ვებგვერდი, 15.05.2015წ. საქართველოს 2015 წლის 22 ივლისის კანონი №4088 - ვებგვერდი, 04.08.2015წ. საქართველოს 2016 წლის 13 მაისის კანონი №5092 - ვებგვერდი, 01.06.2016წ. საქართველოს 2016 წლის 22 ივნისის კანონი №5491 - ვებგვერდი, 29.06.2016წ. საქართველოს 2017 წლის 30 ივნისის კანონი №1182 - ვებგვერდი, 13.07.2017წ. საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1935 – ვებგვერდი, 29.12.2017წ. საქართველოს 2018 წლის 30 მაისის კანონი №2391 – ვებგვერდი, 12.06.2018წ. საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის კანონი №4906 – ვებგვერდი, 04.07.2019წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6942 – ვებგვერდი, 28.07.2020წ. საქართველოს 2022 წლის 16 დეკემბრის კანონი №2439 – ვებგვერდი, 27.12.2022წ. საქართველოს 2025 წლის 12 ნოემბრის კანონი №1061 – ვებგვერდი, 14.11.2025წ.
Closest in meaning — including in other laws
საქართველოს საგადასახადო კოდექსი