საქართველოს საგადასახადო კოდექსი
Article 163. დაბეგვრის დრო საქონლის მიწოდებისას/მომსახურების გაწევისას
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
3. ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის: ა) „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება დასაბეგრი პირის მიერ მისი წარმოებული შენობის/ნაგებობის (ძირითადი საშუალების) ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების დაწყების მომენტში; ბ) „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ოპერაციების დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება შესაბამისი პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობის შეწყვეტის/დღგ-ის რეგისტრაციის გაუქმების მომენტში; გ) „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოპერაციების დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება ტურისტული საწარმოს სტატუსის გაუქმების მომენტში; დ) „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენის მომენტში.
