საქართველოს საგადასახადო კოდექსი
საქართველოს საგადასახადო კოდექსი
Closest in meaning — including in other laws
Always up-to-date legal framework
1.საგადასახადო სამართალდარღვევის საქმეს აწარმოებს საგადასახადო ორგანო . საგადასახადო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი . 1 1 . (ამოღებულია - 28.06.2019, №4906).
2.საგადასახადო სამართალდარღვევის გამოვლენისას საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი ადგენს საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სამართალდარღვევა საგადასახადო შემოწმების აქტშია დაფიქსირებული. 2 1 . ამ კოდექსის 277-ე−279-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს ასევე ადგენს აღსრულების ეროვნული ბიურო.
3.(ამოღებულია - 28.06.2019, №4906).
4.საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი პირი სამართალდარღვევის ადგილზე განიხილავს საგადასახადო სამართალდარღვევის საქმეს და სამართალდამრღვევ პირს ადგილზევე უფარდებს საგადასახადო სანქციას. ამ შემთხვევაში პირს შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისრება საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე, რომელიც ითვლება საგადასახადო მოთხოვნად.
5.საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი გასაცნობად წარედგინება სამართალდამრღვევ პირს, რომელსაც უფლება აქვს, წარმოადგინოს განმარტებები და შენიშვნები, რომლებიც აისახება ოქმში ან დაერთვება მას. საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის ერთი ეგზემპლარი ბარდება ან ეგზავნება სამართალდამრღვევ პირს.
6.თუ საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმში არ არის ასახული საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული რომელიმე მონაცემი ან საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონის დარღვევით, შესაბამისი ორგანოს ხელმძღვანელი ან დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას პირის საგადასახადო პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების შესახებ.
7.დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში მასალები დაუყოვნებლივ ეგზავნება შესაბამის საგამოძიებო ორგანოს ქვემდებარეობის მიხედვით.
8.ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში საგამოძიებო ორგანოს ან სასამართლოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან 30 დღის ვადაში საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი საგადასახადო სამართალდარღვევის საქმეზე გამოსცემს ბრძანებას. საგადასახადო სანქციის დაკისრების შესახებ გამოცემული ბრძანება ითვლება საგადასახადო მოთხოვნად. ზემოაღნიშნული ვადის დარღვევით გამოცემული ბრძანება ბათილია.
9.(ამოღებულია – 20.05.2011, №4705).
10.(ამოღებულია - 28.06.2019, №4906).
11.(ამოღებულია - 28.06.2019, №4906). საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №420 6 - ვებგვერდი, 10.03.2011წ. საქართველოს 2011 წლის 20 მაისის კანონი №4705 - ვებგვერდი, 01.06.2011წ. საქართველოს 2011 წლის 14 ივნისის კანონი №4754 - ვებგვერდი, 28.06.2011წ. საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4963 - ვებგვერდი, 30.06.2011წ. საქართველოს 2011 წლის 8 ნოემბრის კანონი №5202 - ვებგვერდი, 22.11.2011წ. საქართველოს 2015 წლის 1 მაისის კანონი №3581 - ვებგვერდი, 15.05.2015წ. საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის კანონი №4906 – ვებგვერდი, 04.07.2019წ. თავი XL საგადასახადო სამართალდარღვევათა სახეები და პასუხისმგებლობა
These lawyers work in the legal area related to this article.