საქართველოს საგადასახადო კოდექსი
Article 7^1. საგადახდო მომსახურების პროვაიდერთან გახსნილი საგადახდო ანგარიშის მიმართ მოთხოვნები
1. „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტრირებულ საგადახდო მომსახურების პროვაიდერთან გახსნილი გადასახადის გადამხდელის საგადახდო ანგარიშის მიმართ ვრცელდება ამ კოდექსის 54-ე მუხლით, 71-ე მუხლით, 238-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით, 241-ე მუხლის მე-7, მე-8, მე-10 და მე-11 ნაწილებითა და 243-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 ნაწილებით საბანკო დაწესებულებისთვის საბანკო ანგარიშის მიმართ განსაზღვრული დებულებები, თუ მან ელექტრონული ფულის სქემაში იურიდიული პირი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული ინდივიდუალური მეწარმე და იურიდიული პირის სტატუსის არმქონე სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი ჩართო, როგორც გადამხდელი.
