სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ
Article 14. პირის უცხო სახელმწიფოდან საქართველოში ექსტრადიცია
1. საქართველოს პროკურატურა უფლებამოსილია ამ კანონით დადგენილი წესით მიმართოს უცხო სახელმწიფოს შესაბამის დაწესებულებას იმ პირის უცხო სახელმწიფოდან საქართველოში ექსტრადიციის მიზნით დროებითი დაპატიმრების ან ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობით, რომელსაც ბრალად ედება ისეთი დანაშაულის ჩადენა, რომელიც სასჯელის სახით ითვალისწინებს ერთ წელზე მეტი ვადით თავისუფლების აღკვეთას, ან რომელიც მსჯავრდებულია ამგვარი დანაშაულის ჩადენისათვის.
2. პირის ექსტრადიციის მიზნით დროებითი დაპატიმრების ან უცხო სახელმწიფოდან საქართველოში ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობის მომზადების პროცესში მხედველობაში მიიღება ასევე ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, მისი საზოგადოებრივად საშიში ხასიათი, დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ოდენობა, პირის საქართველოში ექსტრადიციის, მისი შემდგომი მსჯავრდებისა და დასჯის საჯარო ინტერესი, აგრეთვე სხვა გარემოებები, რომლებიც განსაზღვრავს პირის საქართველოში ექსტრადიციის მიზანშეწონილობას.
