უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ
Article 57^1. იმ უცხოელის საქართველოდან გაძევება, რომელსაც სასჯელად საქართველოდან გაძევება და საქართველოში შემოსვლის აკრძალვა დაენიშნა
1. თუ უცხოელს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის სასჯელად დაენიშნება უცხოელის საქართველოდან გაძევება და საქართველოში შემოსვლის აკრძალვა, აღნიშნული სასჯელი შეიძლება აღსრულდეს: ა) უცხოელის მიერ სასჯელის სახით დანიშნული ვადიანი თავისუფლების აღკვეთის მოხდისთანავე ან მისი ნებისმიერი სხვა საფუძვლით გათავისუფლებისთანავე, თუ იგი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის სასჯელს იხდის საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებაში; ბ) უცხოელის მიერ სასჯელის მოხდამდე, თუ მას დანიშნული აქვს არასაპატიმრო სასჯელი; გ) გამოსაცდელი ვადის გასვლამდე, თუ უცხოელს სასამართლომ პირობითი მსჯავრი დაუნიშნა.
2. უცხოელის საქართველოდან გაძევებისა და საქართველოში შემოსვლის აკრძალვის აღსრულებას უზრუნველყოფს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო. ამ მიზნით გადაწყვეტილების მიმღები სასამართლო განაჩენის აღსრულების შესახებ განკარგულებას განაჩენის ასლთან ერთად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით უგზავნის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოს.
