სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ
Article 28. დანაშაულის ჩადენის ადგილი
Consolidation №12 Verified against the current consolidation · 26 Jun 2025
საქართველოს უფლება აქვს, უარი თქვას პირის უცხო სახელმწიფოში ექსტრადირებაზე, თუ დანაშაული, რომლის ჩადენისთვისაც მოითხოვება მისი გადაცემა, მთლიანად ან ნაწილობრივ ჩადენილია საქართველოს ტერიტორიაზე.
