საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ
Article 65. დოკუმენტების სხვა ქვეყნისათვის გადაცემა
1. დოკუმენტების სხვა ქვეყნისათვის გადაცემა ხორციელდება ამ კანონით განსაზღვრული სამართლებრივი დახმარების ნორმების შესაბამისად.
2. დოკუმენტების გადაცემა დამოწმებული უნდა იქნეს შუამდგომლობის მიმღები დაწესებულების მიერ.
3. თუ დოკუმენტების გადაცემა სამართლებრივი დახმარების ნორმების ფარგლებში ვერ ხერხდება, იგი შეიძლება განხორციელდეს დაზღვეული წერილით. საერთაშორისო საფოსტო სამართლის შესაბამისად გადაცემა შესრულებულად ითვლება დოკუმენტის ჩაბარების მომენტიდან.
