საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
For information only — not legal advice.
1. თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ კომპიუტერულ სისტემაში ან კომპიუტერულ მონაცემთა შესანახ საშუალებაში ინახება სისხლის სამართლის საქმისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია ან დოკუმენტი, პროკურორი, დაცვის მხარე უფლებამოსილია გამოძიების ადგილის მიხედვით სასამართლოს მიმართოს შესაბამისი ინფორმაციის ან დოკუმენტის გამოთხოვის განჩინების გაცემის შუამდგომლობით. გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ამ მუხლით გათვალისწინებული საგამოძიებო მოქმედება შესაძლებელია ჩატარდეს პროკურორის დადგენილების საფუძველზე, ამ კოდექსის 112-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული წესით.
2. თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ პირი დანაშაულებრივ ქმედებას ახორციელებს კომპიუტერული სისტემის გამოყენებით, პროკურორი უფლებამოსილია გამოძიების ადგილის მიხედვით სასამართლოს მიმართოს მომსახურების მომწოდებლისაგან მომხმარებლის შესახებ არსებული ინფორმაციის გამოთხოვის განჩინების გაცემის შუამდგომლობით.
3. ამ მუხლის მიზნებისათვის, მომხმარებლის შესახებ არსებული ინფორმაცია არის ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც მომსახურების მომწოდებელი ინახავს კომპიუტერული მონაცემების ან ნებისმიერი სხვა ფორმით, რომელიც დაკავშირებულია მისი მომსახურების მომხმარებლებთან, განსხვავდება ინტერნეტტრაფიკისა და შინაარსობრივი მონაცემებისაგან და რომლის მიხედვითაც შესაძლებელია დადგინდეს/განისაზღვროს: ა) გამოყენებული კომუნიკაციის მომსახურების ტიპი, გამოყენებული ტექნიკური საშუალებები და მომსახურების დრო; ბ) მომხმარებლის ვინაობა, საფოსტო ან საცხოვრებელი მისამართი, ტელეფონის და სხვა საკონტაქტო ნომრები, ანგარიშისა და გადასახადების შესახებ ინფორმაცია, რომელიც ხელმისაწვდომია მომსახურების ხელშეკრულების ან შეთანხმების საფუძველზე; გ) დ ამონტაჟებული საკომუნიკაციო აღჭურვილობის ადგილმდებარეობის თაობაზე არსებული ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც ხელმისაწვდომია მომსახურების ხელშეკრულების ან შეთანხმების საფუძველზე. 3 1 . დანაშაულის გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნისა და მართლმსაჯულების განხორციელების, აგრეთვე ამ კოდექსის 138 1 მუხლით გათვალისწინებული მიზნებისთვის ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიისგან დასაშვებია მხოლოდ იმ ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემის გამოთხოვა, რომლის შენახვისთვის „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 8 5 მუხლით დადგენილი ვადა გასული არ არის.
4. (ამოღებულია - 24.05.2022, №1575) . 4 1 . ამ მუხლით გათვალისწინებულ საგამოძიებო მოქმედებაზე ვრცელდება ამ კოდექსის 111-ე, 112-ე და 134-ე მუხლების დებულებები. 4 2 . გამომძიებელი უფლებამოსილია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიას, რომელიც ახორციელებს მობილური საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფას ან/და მომსახურებას, წერილობით ან მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის მოძიების ერთიანი სისტემის საშუალებით წარუდგინოს მოთხოვნა დანაშაულის შესაძლო ჩადენის შედეგად დაუფლებული მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის აქტივაციის ფაქტის დაფიქსირების დაუყოვნებლივ შეტყობინების შესახებ და საჭიროების შემთხვევაში მისი ფუნქციონირების შეზღუდვის (ბლოკირების) დაუყოვნებლივ შეტყობინების თაობაზე. აღნიშნული ინფორმაციის მიღების შემთხვევაში პროკურორი ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესით „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიისგან გამოითხოვს ინფორმაციას სატელეფონო ნომრისა და მისი მფლობელის, მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის აქტივაციის ფაქტის დაფიქსირების დროისა და ადგილმდებარეობის შესახებ. გამომძიებლისა და პროკურორის მიერ ამ ნაწილით გათვალისწინებული მოთხოვნის ელექტრონული დოკუმენტის ფორმით წარდგენის შემთხვევაში ელექტრონული დოკუმენტის მთლიანობისა და წარმომავლობის უტყუარობის დასადასტურებლად საკმარისია მასზე კვალიფიციური ელექტრონული შტამპის დასმა.
5. ამ მუხლით გათვალისწინებული საგამოძიებო მოქმედების კონტროლსა და ზედამხედველობას ახორციელებს სახელმწიფო აუდიტის სამსახური „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328 საქართველოს 2014 წლის 1 აგვისტოს კანონი №2634– ვებგვერდი, 18.08.2014წ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილება №1/1/650,699 – ვებგვერდი, 03.02.2017წ. საქართველოს 2021 წლის 30 დეკემბრის კანონი №1314 – ვებგვერდი, 13.01.2022წ. საქართველოს 2022 წლის 24 მაისის კანონი №1575 – ვებგვერდი, 06.06.2022წ. საქართველოს 2023 წლის 14 ივნისის კანონი №3147 – ვებგვერდი, 03.07.2023წ. საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1300 – ვებგვერდი, 23.12.2025წ.
Closest in meaning — including in other laws
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი