სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ
Article 10. კონფიდენციალურობის დაცვა
1. შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში საქართველოს პროკურატურა უფლებამოსილია უცხო სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს მიმართოს თხოვნით, რათა სისხლის სამართლის საქმეზე სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობის შესრულებისას დაცულ იქნეს კონფიდენციალურობა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს თხოვნა ეწინააღმდეგება შუამდგომლობის შესრულებას.
2. შესაბამისი თხოვნის არსებობის შემთხვევაში საქართველოს პროკურატურა უზრუნველყოფს კონფიდენციალურობის დაცვას სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს შუამდგომლობის შესრულებისას. თუ კონფიდენციალურობის დაცვა ვერ ხერხდება, ეს დაუყოვნებლივ ეცნობება შესაბამის უცხო სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს. საქართველოს 2013 წლის 30 მაისის კანონი № 671 – ვებგვერდი, 24.0 6 .2013წ. საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის კანონი №3803 – ვებგვერდი, 13.12.2018წ.
