საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3031 - სსმ I, №27, 24.05.2010 წ., მუხ.183 საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1918 - ვებგვერდი, 11.01.2018წ. მუხლი 68 5 . პატენტიდან გამომდინარე განსაკუთრებული უფლებების დაცვა 1. პატენტიდან გამომდინარე განსაკუთრებული უფლებების დარღვევისას პატენტის მფლობელი უფლებამოსილია მოითხოვოს: ა) ამ კანონის 48-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული აკრძალვების გამოყენება; ბ) პატენტიდან გამომდინარე განსაკუთრებული უფლებების დარღვევით დამზადებული პროდუქტის სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღება ან სამოქალაქო ბრუნვაში ჩართვის მიზნით საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანილი ან დასაწყობებული (შესანახად განთავსებული), პატენტიდან გამომდინარე განსაკუთრებული უფლებების დარღვევით დამზადებული პროდუქტის ამოღება; გ) პატენტიდან გამომდინარე განსაკუთრებული უფლებების დარღვევით დამზადებული პროდუქტის განადგურება; დ) პატენტიდან გამომდინარე განსაკუთრებული უფლებების დარღვევით დამზადებული პროდუქტის დასამზადებლად განკუთვნილი დანადგარის, ტექნიკური აღჭურვილობისა და იარაღის განადგურება.
2.თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ დაირღვა პატენტიდან გამომდინარე განსაკუთრებული უფლებები, პატენტის მფლობელის მოთხოვნის საფუძველზე შესაძლებელია ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედება განხორციელდეს აგრეთვე იმ პირის მიმართ, რომელმაც იცოდა ან რომელსაც უნდა სცოდნოდა, რომ მისი მომსახურება გამოიყენება ან გამოიყენებოდა განსაკუთრებული უფლების კომერციული მასშტაბით დარღვევისათვის.
3.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქმედების განხორციელების მოთხოვნა შესაძლებელია იმ შემთხვევაშიც, როდესაც პროდუქტი უშუალოდ პატენტით დაცული ხერხით არის დამზადებული.
4.ამოღებას არ ექვემდებარება მესამე პირის მიერ კეთილსინდისიერად შეძენილი, პატენტიდან გამომდინარე განსაკუთრებული უფლებების დარღვევით დამზადებული პროდუქტი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი შემოსავლის მისაღებად იქნა შეძენილი.
5.განსაკუთრებულ შემთხვევაში სასამართლო უფლებამოსილია პატენტიდან გამომდინარე განსაკუთრებული უფლებების დამრღვევის მოთხოვნის საფუძველზე, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“–„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედებების განხორციელების ნაცვლად, მას დააკისროს ფულადი კომპენსაციის გადახდა, თუ იგი გაუფრთხილებლობით მოქმედებდა ან თუ მას შესაბამისი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით არაპროპორციულად დიდი ზიანი მიადგება, ამასთანავე, თუ პატენტის მფლობელისათვის სასამართლოს მიერ განსაზღვრული ფულადი კომპენსაციის ოდენობა მისაღებია.
6.პატენტიდან გამომდინარე განსაკუთრებული უფლებების დარღვევისას პატენტიდან გამომდინარე განსაკუთრებული უფლებების მფლობელი უფლებამოსილია, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქმედების გარდა, მოითხოვოს ერთ-ერთი შემდეგი ქმედების განხორციელება: ა) მიყენებული ზიანის ანაზღაურება (მიუღებელი შემოსავლის ჩათვლით), თუ განსაკუთრებული უფლებების დამრღვევმა იცოდა ან მას უნდა სცოდნოდა პატენტიდან გამომდინარე განსაკუთრებული უფლებების დარღვევის შესახებ; ბ) განსაკუთრებული უფლებების დამრღვევისთვის განსაკუთრებული უფლებების დარღვევით მიღებული შემოსავლის ჩამორთმევა განსაკუთრებული უფლებების მფლობელის სასარგებლოდ; გ) ერთჯერადი ფულადი კომპენსაციის გადახდა.
7.ზიანის ოდენობის განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იქნეს პატენტიდან გამომდინარე განსაკუთრებული უფლებების დარღვევის არსი, განსაკუთრებული უფლებების დარღვევით მიღებული შემოსავალი, განსაკუთრებული უფლებების მფლობელისთვის მიყენებული ქონებრივი და არაქონებრივი ზიანი, აგრეთვე ის სავარაუდო შემოსავალი, რომელსაც მიიღებდა განსაკუთრებული უფლებების მფლობელი პატენტის მართლზომიერად გამოყენებით.
8.ერთჯერადი ფულადი კომპენსაცია განისაზღვრება არანაკლებ იმ ოდენობით, რომელსაც პატენტიდან გამომდინარე განსაკუთრებული უფლებების დამრღვევი პატენტის გამოყენებისათვის ლიცენზიის მიღებისას გადაიხდიდა.
9.ერთჯერადი ფულადი კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იქნეს პატენტიდან გამომდინარე განსაკუთრებული უფლებების დარღვევით დამზადებული პროდუქტის რაოდენობა, პატენტიდან გამომდინარე განსაკუთრებული უფლებების დამრღვევის განზრახვა, იმ მომსახურების მასშტაბი, ხასიათი და სხვა მახასიათებელი, რომლის შეთავაზებაც ხდება პატენტიდან გამომდინარე განსაკუთრებული უფლებების დარღვევით, ან/და ნებისმიერი სხვა გარემოება, რომელიც კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისას შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული.
10.პატენტიდან გამომდინარე განსაკუთრებული უფლებების მფლობელი უფლებამოსილია, თავისი შეხედულებისამებრ, მოითხოვოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რამდენიმე ქმედების ერთდროულად განხორციელება.
11.სასარგებლო მოდელზე განსაკუთრებული უფლებების დარღვევისას სასარგებლო მოდელის მფლობელი ვალდებულია სასამართლოში ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებების განხორციელების მოთხოვნით სარჩელთან ერთად წარადგინოს ამ კანონის 71 1 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სასარგებლო მოდელის დაცვისუნარიანობის კრიტერიუმების (მათ შორის, საგამომგონებლო დონის) შეფასების შესახებ დადებითი დასკვნა, რომელიც გაცემულია საქპატენტის მიერ ინსტრუქციით დადგენილი წესით. საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1918 - ვებგვერდი, 11.01.2018წ. საქართველოს 2023 წლის 16 მაისის კანონი №2883 – ვებგვერდი, 01.06.2023წ.




