Article 38^5. სასერტიფიკაციო ნიშნის გამოყენება
Consolidation №12 Verified against the current consolidation · 12 Dec 2024
სასერტიფიკაციო ნიშნის გამოყენებად მიიჩნევა მისი ამ კანონის 38 2 მუხლით გათვალისწინებული სასერტიფიკაციო ნიშნის დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის მიერ გამოყენება, თუ დაკმაყოფილებულია ამავე კანონით დადგენილი, სასაქონლო ნიშნის გამოყენებასთან დაკავშირებული სხვა მოთხოვნები. საქართველოს 2024 წლის 21 თებერვლის კანონი №4048 – ვებგვერდი, 07.03.2024წ.
