საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
Article 158. სასაქონლო (მომსახურების) ნიშნის ან სხვა კომერციული აღნიშვნის უკანონო გამოყენება
1. სხვისი სასაქონლო (მომსახურების) ნიშნის, საქონლის ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის უკანონო დამზადება ან მათი სხვაგვარი უკანონო გამოყენება, აგრეთვე, სხვისი სასაქონლო (მომსახურების) ნიშნით, საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებით ან გეოგრაფიული აღნიშვნით, რეგისტრირებული საფირმო სახელწოდებით უკანონოდ ნიშანდებული (მარკირებული) საქონლის წარმოება ან სამოქალაქო ბრუნვაში შეტანა, – გამოიწვევს დაჯარიმებას ხუთასიდან ათას ლარამდე, საქონლისა და მისი დამზადებისათვის საჭირო მასალებისა და მოწყობილობების კონფისკაციით.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში, – გამოიწვევს დაჯარიმებას ათასიდან სამი ათას ლარამდე, საქონლისა და მისი დამზადებისათვის საჭირო მასალებისა და მოწყობილობების კონფისკაციით. შენიშვნა: სასაქონლო (მომსახურების) ნიშნით, საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებით ან გეოგრაფიული აღნიშვნით, რეგისტრირებული საფირმო სახელწოდებით უკანონოდ ნიშანდებული (მარკირებული) საქონელი ექვემდებარება ჩამორთმევას გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ის გადაეცემა უფლების მფლობელს მისივე მოთხოვნის საფუძველზე, ხოლო მისი დამზადებისათვის საჭირო მასალები და მოწყობილობები ექვემდებარება განადგურებას. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128 საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 30 ივნისის კანონი №541 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №19, ივნისი, 1994 წ., მუხ.418 საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონი №1732 – სსმ I, №38, 15.07.2005წ., მუხ.246
