For information only — not legal advice.
1. სასერტიფიკაციო ნიშანი არის სასაქონლო ნიშნის სახე, რომელიც სერტიფიცირებულ საქონელს განასხვავებს არასერტიფიცირებული საქონლისგან საქონლის მასალის, წარმოების პროცესის, ხარისხის, სიზუსტის ან სხვა მახასიათებლის (გარდა საქონლის გეოგრაფიული წარმოშობისა) მიხედვით.
2. სასერტიფიკაციო ნიშნის მფლობელი შეიძლება იყოს ნებისმიერი ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი (მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიული პირი), თუ მისი საქმიანობა დაკავშირებული არ არის იმ საქონლის წარმოებასთან ან მიწოდებასთან, რომლისთვისაც მოითხოვება სასერტიფიკაციო ნიშნის დაცვა.
3. სასერტიფიკაციო ნიშანზე სრულად ვრცელდება ამ კანონით სასაქონლო ნიშნისთვის დადგენილი მოთხოვნები, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. საქართველოს 2024 წლის 21 თებერვლის კანონი №4048 – ვებგვერდი, 07.03.2024წ.
Closest in meaning — including in other laws
სასაქონლო ნიშნების შესახებ