Article 24. სასაქონლო ნიშნის გამოყენება
1. სასაქონლო ნიშნის გამოყენებად მიიჩნევა მისი გამოყენება სასაქონლო ნიშნის მფლობელის მიერ, აგრეთვე ლიცენზიატის მიერ და სასაქონლო ნიშნის მფლობელის თანხმობით მესამე პირის მიერ.
2. (ამოღებულია - 21.09.2023, №3494).
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისთვის სასაქონლო ნიშნის გამოყენებად მიიჩნევა აგრეთვე: ა) რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის გამოყენება მცირედით განსხვავებული ელემენტებით, რომლებიც არ ცვლის სასაქონლო ნიშნის განმასხვავებელ ხასიათს, მიუხედავად იმისა, რეგისტრირებულია თუ არა სასაქონლო ნიშანი იმ ფორმით, რომლითაც ის გამოიყენება; ბ) საქართველოს ტერიტორიაზე სასაქონლო ნიშნის ექსპორტისთვის განკუთვნილ საქონელზე ან მის შეფუთვაზე დატანა.
4. იმ სასაქონლო ნიშნის გამოყენება, რომელშიც საქართველოში დაცული გეოგრაფიული აღნიშვნა ან ადგილწარმოშობის დასახელება ჩართულია დაუცველი ნაწილის სახით, დასაშვებია შესაბამისი კომპეტენტური ორგანოს თანხმობით.
5. ამ მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული მოქმედებები უნდა განხორციელდეს იმ მოცულობით, რომ მათი განხორციელება ბაზარზე სასაქონლო ნიშნის რეალურ გამოყენებად იქნეს მიჩნეული. საქართველოს 2005 წლის 20 დეკემბრის კანონი №2380 - სსმ I, №1, 04.01.2006 წ., მუხ.3 საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3494 – ვებგვერდი, 10.10.2023წ. საქართველოს 2024 წლის 21 თებერვლის კანონი №4048 – ვებგვერდი, 07.03.2024წ.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
სასაქონლო ნიშნების შესახებ
