1.განაცხადი უნდა შეიცავდეს: ა) განცხადებას, რომელშიც მითითებულია სელექციონერის სახელი და მისამართი; ბ) ცხოველის ან მცენარის ახალი ჯიშის შემოთავაზებულ დასახელებას; გ) ცხოველის ახალი ჯიშის შემთხვევაში – ცხოველის ახალი ჯიშის აღწერილობას, ძირითად ზოოლოგიურ, კონსტიტუციურ-ექსტერიერულ ნიშან-თვისებებსა და სამეურნეო დახასიათებას, ხოლო მცენარის ახალი ჯიშის შემთხვევაში – მცენარის ახალი ჯიშის აღწერილობას, ძირითად მორფოლოგიურ-ბიოლოგიურ და ბოტანიკურ ნიშან-თვისებებს; დ) ცხოველის ან მცენარის ახალი ჯიშის ფოტოგამოსახულებას; ე) სელექციონერის წერილობით ვალდებულებას, გამოცდის ჩამტარებელ პირს დადგენილ ვადაში, დადგენილი ოდენობით, უსასყიდლოდ მიაწოდოს შესაბამისად სანაშენე მასალის ან გასამრავლებელი მასალის ნიმუშები; ვ) იმ თარიღის მითითებას, როდესაც შესაბამისად ცხოველის ჯიშის ან ან მცენარის ჯიშის გამოყენების მიზნით გაიყიდა ან სხვაგვარად გადაეცა სხვა პირს სელექციონერის მიერ ან მისი თანხმობით.
ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ
