1.განაცხადი უნდა შეიცავდეს: ა) განცხადებას პატენტის მიღების თაობაზე; ბ) გამოგონების აღწერილობას; გ) გამოგონების ფორმულას; დ) ნახაზებსა და სხვა დოკუმენტებს, თუ ისინი აუცილებელია გამოგონების არსის ასახსნელად; ე) გამოგონების რეფერატს, რომელიც მხოლოდ საინფორმაციო ხასიათისაა. 1 1 . პატენტის მიღების თაობაზე განცხადება უნდა შეიცავდეს გამომგონებლის შესახებ მონაცემებს, რომელთა სიზუსტისა და უტყუარობისთვის პასუხისმგებელია თავად განმცხადებელი.
2.განმცხადებლის წარმომადგენლის დანიშვნის შემთხვევაში განაცხადს წარდგენისთანავე ან მისი წარდგენის დღიდან 2 თვის ვადაში უნდა დაერთოს წარმომადგენლობის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
3.თუ განმცხადებელი გამომგონებლის უფლებამონაცვლეა, განაცხადს წარდგენისთანავე ან წარდგენის დღიდან 2 თვის ვადაში უნდა დაერთოს უფლებამონაცვლეობის დამადასტურებელი საბუთი.
4.განცხადება წარდგენილი უნდა იქნეს საქართველოს სახელმწიფო ენაზე, სხვა საგანაცხადო მასალები – ნებისმიერ ენაზე.
5.საგანაცხადო მასალების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში განმცხადებელმა განაცხადის წარდგენის დღიდან 2 თვის ვადაში უნდა წარადგინოს მათი ქართული თარგმანი. მისი წარუდგენლობის შემთხვევაში განაცხადზე საქმის წარმოება შეწყდება. საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3031 - სსმ I, №27, 24.05.2010 წ., მუხ.183 საქართველოს 2023 წლის 16 მაისის კანონი №2883 – ვებგვერდი, 01.06.2023წ.




