1.მცენარის ახალი ჯიშის სელექციონერის განსაკუთრებული უფლება არ ვრცელდება მოწმობით დაცული ჯიშის ნებისმიერ მასალასთან ან მისგან წარმოებულ ნებისმიერ მასალასთან დაკავშირებულ ქმედებებზე, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე სამოქალაქო ბრუნვაში ჩართულია სელექციონერის მიერ ან მისი თანხმობით, თუ ეს ქმედებები არ უკავშირდება: ა) მოწმობით დაცული ჯიშის შემდგომ გამრავლებას; ბ) მოწმობით დაცული ჯიშის მცენარეული მასალის, რომლისგანაც შესაძლებელია მცენარის ამ ჯიშის გამრავლება, ექსპორტს იმ ქვეყანაში, სადაც ამ გვარისა და სახეობისთვის მიკუთვნებული ჯიშის დაცვა არ ხდება, გარდა საბოლოო სახით მოხმარების მიზნით ექსპორტის შემთხვევისა.
2.
