„საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ“ საქართველოს კანონში
Article 29. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების დანიშნულება
1. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტები წარმოადგენენ ამ ტერიტორიათა სახელმწიფო ხელისუფლებისა და მმართველობის ადგილობრივი ორგანოების ფინანსურ ბაზას . ამ ბიუჯეტების მეშვეობით საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ეკონომიკური , სოციალური , კულტურული და სხვა სახის პროგრამების , ადგილობრივი და რეგიონალური მნიშვნელობის ღონისძიებების დაფინანსება .
2. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმართველობის (მმართველობის) ორგანოები დამოუკიდებლად ადგენენ , ამტკიცებენ და ასრულებენ შესაბამის ბიუჯეტებს . საქართველოს 2002 წლის 18 იანვრის კანონი №1256-სსმI,№2,04.02.2002წ.,მუხ.12
