„საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ“ საქართველოს კანონში
Article 33. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების ხარჯების მიმართულებების გამიჯვნა სხვადასხვა დონის ბიუჯეტებს შორის
ხარჯების მიმართულებების გამიჯვნა აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების სხვადასხვა დონის ბიუჯეტებს შორის დასაფინანსებელი ღონისძიებების მნიშვნელობის , ცალკეული საწარმოს , ორგანიზაციის , დაწესებულების დაქვემდებარების და ტერიტორიული განლაგების გათვალისწინებით ხდება აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების მმართველობის ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების მიერ დადგენილი წესით .
