„საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ“ საქართველოს კანონში
Article 8. ბიუჯეტების დამოუკიდებლობა
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტები ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი არიან. საქართველოს ბიუჯეტის დამოუკიდებლობას განაპირობებს ყველა დონის ბიუჯეტების უზრუნველყოფა კანონით განსაზღვრული საკუთარი და გრძელვადიანი ეკონომიკური ნორმატივების შესაბამისი მარეგულირებელი შემოსავლის წყაროებით, რომელთა გამოყენების მიმართულებას დამოუკიდებლად განსაზღვრავენ აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოები და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების მმართველობის ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოები. სახელმწიფო ხელისუფლების ზემდგომ ორგანოებს არა აქვთ უფლება ჩაერიონ სახელმწიფო ხელისუფლების ქვემდგომი ორგანოების საბიუჯეტო უფლებამოსილებებში. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სახელმწიფო ხელისუფლებისა და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების მმართველობის ადგილობრივ ორგანოებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა, როგორც აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების, ისე საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლის შესრულებისათვის. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების მმართვლობის ორგანოების მიერ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრების გამოყენების ყოველი შემთხვევა განიხილება როგორც უკანონო ქმედება. მითვისებული სახსრები ამოიღება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში უდავო წესით და დგება დამნაშავე პირთა პერსონალური პასუხისმგებლობის საკითხი.
