აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ
აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ
Closest in meaning — including in other laws
აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ
Always up-to-date legal framework
1.თანამდებობის პირის აქტის აღსრულება ან მოქმედების შესრულება, გარდა სამსახურებრივი ზედამხედველობის ან სახელმწიფოებრივი იძულების გამოყენების დროს გამოცემული აქტისა და შესრულებული მოქმედებისა, შეიძლება შეჩერდეს საქართველოს პრეზიდენტის ან ზედამხედველობის განმახორციელებელი თანამდებობის პირის მიერ ზედამხედველობის სფეროში მისი კომპეტენციის შესაბამისად აქტის ან მოქმედების მართლზომიერების და მიზანშეწონილობის დამატებითი შემოწმების ან დამატებითი მონაცემების შეკრების მიზნით, მათ შორის, იმ თანამდებობის პირისაგან განმარტების მიღებისას, რომელმაც აქტი გამოსცა ან მოქმედება შეასრულა.
2.აქტის აღსრულების ან მოქმედების შესრულების შეჩერებისას ზედამხედველობის განმახორციელებელ პირს უფლება აქვს გასცეს შესასრულებლად სავალდებულო მითითებები აქტის შეცვლის, ან მოქმედებაში ნაკლოვანების აღმოფხვრის ან ახალი მოქმედების შესრულების შესახებ. თანამდებობის პირის აქტის აღსრულების ან მოქმედების შესრულების შეჩერება სამსახურებრივი ზედამხედველობის წესით შეიძლება შვიდ დღემდე ვადით.
3.სამსახურებრივი ზედამხედველობის წესით აქტის აღსრულების ან მოქმედების შესრულების შეჩერებისას შეჩერდება იმ ვადის მიმდინარეობა, რომელიც კანონით ან სხვა სამართლებრივი აქტით დადგენილია მოქმედების შესრულებისათვის.
4.იმ შემთხვევაში, როცა ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის აღსრულების ან მოქმედების შესრულების უსაფუძვლო შეჩერებით ზარალი მიადგა სხვა პირს, მიყენებულ ზარალს ანაზღაურებს აქტის აღსრულების ან მოქმედების შესრულების შემჩერებელი პირი კანონით დადგენილი წესით.
These lawyers work in the legal area related to this article.