„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით
Article 13^2. კომისიისა და სამუშაო ჯგუფის უფლებამოსილება
1. კომისია უფლებამოსილია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით განსაზღვრული პირების ქონებაზე ყადაღის დადების თაობაზე.
2. კომისია უფლებამოსილია უცხო ქვეყნის ან/და საქართველოს სათანადო ორგანოების მიმართვის საფუძველზე შეიმუშაოს ტერორიზმთან დაკავშირებული პირების სია და მასში მითითებული პირების ქონებაზე ყადაღის დადების ან ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების თაობაზე შუამდგომლობით მიმართოს სასამართლოს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. კომისიის სამუშაო ჯგუფი უფლებამოსილია გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით დადგენილი სანქციების შესასრულებლად მიმართოს შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს გარკვეული შეზღუდვების დაწესების შესახებ. კომისიის სამუშაო ჯგუფის მიმართვა სავალდებულოა შესასრულებლად შესაბამისი სახელმწიფო ორგანოებისათვის. საქართველოს 2011 წლის 25 ნოემბრის კანონი №5353 - ვებგვერდი, 08.12.2011წ. საქართველოს 2015 წლის 28 ოქტომბრის კანონი №4453 - ვებგვერდი, 11.11.2015წ.
