Closest in meaning — including in other laws
საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების სამთავრობო დაწესებულებების სისტემაში ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი სამინისტროებისა და უწყებებისათვის ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემის უფლებამოსილების გადაცემის წესის შესახებ
Always up-to-date legal framework
1.ამ ბრძანებულებით განსაზღვრული ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი სამინისტრო ან უწყება, რომელსაც გადაეცემა ლიცენზიის/ნებართვის გაცემის უფლებამოსილება, ვალდებულია აწარმოოს უწყებრივი სალიცენზიო/სანებართვო რეესტრი „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძველების შესახებ“ საქართველოს კანონის VIII თავით დადგენილი წესის შესაბამისად.
2.ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტრო ან უწყება ვალდებულია მონაცემების რეესტრში შეტანიდან 10 დღეში აცნობოს ამის შესახებ საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის სამთავრობო დაწესებულებას და სახელმწიფო სალიცენზიო/სანებართვო რეესტრის მწარმოებელ ორგანოს, ასევე უზრუნველყოს მისი გამოქვეყნება „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის VIII თავით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.
Describe your situation — we'll help you find the right specialist.