სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ
Closest in meaning — including in other laws
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ
Always up-to-date legal framework
1.მტკიცებულების მიზნით ამოღებული საგანი, ქონებრივი ღირებულების მქონე ნივთი, დოკუმენტი, წერილობითი მასალა ან/და სხვა ნივთი, რომელიც სტატუტითა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად, მტკიცებულებად შეიძლება იქნეს გამოყენებული, საერთაშორისო სასამართლოს გადაეცემა თავისივე თხოვნის საფუძველზე.
2.თუ მესამე პირი ან დაზარალებული, რომელთა ადგილსამყოფელიც საქართველოშია, მოითხოვენ მათი უფლებების დაცვას ამოღებულ საგანზე ან სხვა მტკიცებულებაზე, იგი საერთაშორისო სასამართლოს გადაეცემა იმ შემთხვევაში, თუ საერთაშორისო სასამართლო ვალდებულებას იღებს, რომ პროცესის დასრულების შემდეგ ამ საგანს ან სხვა მტკიცებულებას უფასოდ დააბრუნებს.
3.გადაცემა შეიძლება გადაიდოს, თუ საგანი ან სხვა მტკიცებულება საქართველოში მიმდინარე სისხლის სამართლის პროცესისთვის საჭიროა და საერთაშორისო სასამართლო, თათბირის შედეგად, ამაზე თანხმობას განაცხადებს.
Describe your situation — we'll help you find the right specialist.
სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ