1.ნებისმიერი ნივთი, რომელიც დაკავშირებულია დანაშაულის ჩადენასთან ან რომელიც შეიძლება წარმოადგენდეს მტკიცებულებას სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში, გადაცემული უნდა იქნეს შემკითხველი მხარისათვის, მაშინაც კი, თუ პირის გადაცემის განხორციელება შეუძლებელია მისი არყოფნის ან სხვა მიზეზების გამო.
2.შემსრულებელ მხარეს შეუძლია დროებით შეაჩეროს ნივთების გადაცემა, თუ ისინი მისთვის საჭიროა სხვა სისხლის სამართლის საქმის წარმოებისთვის.
3.აღნიშნულ ნივთებზე მესამე პირთა უფლებები დაცულია. ასეთი ნივთები უნდა დაუბრუნდეს შემსრულებელ მხარეს შესაბამისი პირებისათვის გადასაცემად.




